„სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №561 |
|
2025 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროგრამის განმახორციელებლად (შემდგომში − პროგრამის განმახორციელებელი) განისაზღვრონ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი);“;
ბ) მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაევალოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დამტკიცებული პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ;
დ) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.“;
გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დადგენილება მოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − „განახლებული რეგიონების“:
ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის თანხის გადარიცხვა.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და დეპარტამენტს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.“;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი უწყებების შემადგენლობით:
ა) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე(ები);
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე(ები);
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი/ წარმომადგენლები;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენელი/ წარმომადგენლები;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
ვ) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი/წარმომადგენლები ან/და შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
ზ) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული;
თ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი/ წარმომადგენლები;
ი) სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
კ) საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი/ წარმომადგენლები.“;
დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის კომისიისთვის განსახილველად წარდგენა.“.
|