„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1544 და 1545 მუხლები:
„მუხლი 1544
1. 2026 წლის 1 იანვრიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობა ეკრძალება.
2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღებით სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის ქონის შემთხვევაში მიეცეს ექთნის წოდების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოპოვების უფლება.
1. სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს:
ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი;
ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს;
გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი;
დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს;
ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები;
ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები;
ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები;
თ) ექთნისა და მეან-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების წესი;
ი) საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები;
კ) საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი;
ლ) ექთნისა და მეან-ექთნის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული ფორმები, პროფესიული რეაბილიტაციის წესი და შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები;
მ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის საჭირო უწყვეტი საექთნო განათლების ან მეან-ექთნის უწყვეტი განათლების კრედიტების რაოდენობის განსაზღვრის წესი;
ნ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების, აგრეთვე მისი გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი განმეორებით მოპოვების წესი;
ო) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული ექთან-სპეციალისტის მიერ საექთნო სპეციალობით საქმიანობის განსახორციელებლად უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების წესი;
პ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შერჩევითი კონტროლის წესი.
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 1544 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება.“.“.
2. მე-2 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე მოამზადოს რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონული რეესტრის (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) მოდული.
2. 2026 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია.
3. 2026 წლის 1 სექტემბრამდე ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაცია განხორციელდეს და სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა გაიცეს უგამოცდოდ.
4. 2026 წლის 1 სექტემბრიდან პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული, აგრეთვე ის პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი დებულებით (მარეგულირებელი ნორმით) არ უსარგებლია, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ექვემდებარებიან.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან;‘‘.
მუხლი 2. 2025 წლის 1 ივლისამდე საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება აქვს ყველა შესაბამის დაინტერესებულ პირს.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N117-Iმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 524. 1. უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო რეგისტრაციის
- მუხლი 1544. 1. 2027 წლის 1 ივლისიდან საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრ
- მუხლი 1545. 1. სამინისტრომ 2025 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს:
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №117-Iმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.102480.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, №117-Iმს-XIმპ, 13.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.102480 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6328002/