„მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2023 წლის 26 აპრილი ქ. ბორჯომი |
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 22 დეკემბრის №2484-Xრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი)
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, ასევე სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდგომ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ მერისთვის/სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენის მიზნით. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის გამო სახდელდადებული პირის მიერ ზემოაღნიშნული დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ადგენს ადგილზე დათვალიერების ოქმს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3601 მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციას უგზავნის საგამოძიებო ორგანოს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.04.2023.
- როდის იქნა მიღებული „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.04.2023. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.139.016513.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №21, 26.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016513 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5790056/