მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2023 წლის 24 მარტი ქ. ბორჯომი |
|
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ მასში მითითებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, ასევე სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურისა და სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური და სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურებში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებული შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნას დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს ხელს აწერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული თანამშრომელი, ხოლო სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს ხელს აწერს სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური, ხოლო სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახურების ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.