„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
270220000.10.003.019165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2016 წლის 26 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2013, 270220000.10.003.017209) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1).

2. უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი (დანართი №2).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“:

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) 24 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25 პუნქტი:

„25. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2001 წლის  11 დეკემბრამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება „ჟინვალჰესის სამშენებლო სამმართველოში“ („ჟინვალჰესმშენი“) მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) თუ ამ მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობის ნამრავლით ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე;

ი) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი სამართლებრივად განეკუთვნება ამ მუხლის პირველი, მე-2, 21, 22, 23, 24 და 25 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა  განისაზღვრება 60 ლარით.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ წესის მე-5 მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარსადგენია ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებული იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი