„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №460 |
|
2015 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის:
ა) 23 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი:
„24. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს, ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 17 მაისამდე (საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის თარიღამდე) დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.“;
ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, რომელთათვისაც ვერ ხერხდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობის განსაზღვრა, ასევე მე-2 და 24 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანებით ან სხვა დოკუმენტით დადგენილი გასაცემლის ოდენობის შესაბამისად, ხოლო არარსებობის შემთხვევაში, დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ნამრავლით ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად დადგენილი პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელზე, მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა;“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და 24 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია:
გ.ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში – საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანება ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულ იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა;
გ.გ) საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორის) ბრძანების არარსებობის შემთხვევაში – ბოლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც მითითებულ იქნება მიზეზობრივი კავშირი – პროფესიული დაავადება ან შრომითი დასახიჩრება და პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (პროცენტებში), მიუხედავად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის მოქმედების ვადის ამოწურვისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული უბედური შემთხვევის აქტი, სადაც მითითებულ იქნება დამსაქმებლის ბრალეულობა (მხოლოდ შრომითი დასახიჩრების შემთხვევაში);“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №460. სარეგისტრაციო კოდი — 270220000.10.003.018846.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №460, 07.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 270220000.10.003.018846 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2974503/