„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №519 |
|
2015 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. დანართ №1-ის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“:
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/ გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.
23. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.“;
ა.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 2007-2008 წლებში გაცემული ყოველთვიური გასაცემლის ოდენობით;“;
ა.გ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამ მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის დახმარების ოდენობა განისაზღვრება სასამართლო გადაწყვეტილებით ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის ადგილობრივ არქივში (შემდგომში − ჭიათურის ადგილობრივ არქივში) დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ.“;
ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. ორი ან მეტი საფუძვლით დახმარების მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, პირს დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.
5. თუ ამ წესის მე-5 მუხლის 22 და 23 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა რამდენიმე მაძიებელს, დახმარება ენიშნება მხოლოდ ერთ პირს, სააგენტოში წარდგენილი განცხადების რიგითობის საფუძველზე.“.
2. დანართ №2-ის „უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დირექტორი − კომისიის თავმჯდომარე, სააგენტოს დირექტორის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები.“.
|