„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №445 |
|
2019 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირების დროს.“.
2. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გადაყვანის განხორციელებისას, გზაში ცხოველების დაავადების შემთხვევაში, გამცილებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნული სააგენტოს უახლოეს ტერიტორიულ ორგანოს. მოძრაობის გაგრძელება დანიშნულების პუნქტამდე დასაშვებია აღნიშნული სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტის თანხმობით.“.
3. მე-13 მუხლის:
ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. თუ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ცარიელი ან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ან ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი ნებართვით/ავტორიზაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვას (ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), იგი ვალდებულია აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში (დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე) გაიყვანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, შემოსვლის ქვეყნის საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შედეგად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას წარდგენილი ნებართვა/ავტორიზაცია ჩაითვლება გამოყენებულად და ექვემდებარება „ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ პროგრამულად „განაშთვას“.“;
ბ) 22-ე პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. არარეგისტრირებული (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნილი) ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 6 ტონას ან ტვირთამწეობა აღემატება 3,5 ტონას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება დაიშვება ტვირთის გარეშე. ასეთი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა საზღვაო გზით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გადაადგილებისა, ან საზღვაო გზით შემოტანილი, იმპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული ტვირთის გადაზიდვისა) უნდა განხორციელდეს:“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2019.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №445. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.021465.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №445, 04.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021465 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4650537/