„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2025 წლის 3 დეკემბერი ქ. ახმეტა
|
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი;
„ო1) წერილობითი მიმართვიდან 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შეთავსებით სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით შესრულების დასაშვებობასთან დაკავშირებით, საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (აპარატის უფროსის), აგრეთვე საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიმართ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 ოქტომბრის №482 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში;“.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 302 მუხლით დადგენილი წესით, რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს უმრავლესობისა და საკრებულოს ოპოზიციის სიებს;“.
3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, საკრებულოს მორიგ სხდომამდე არანკლებ ერთი კვირით ადრე. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ან/და კომისიის/ფრაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესები.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომა, როგორც წესი, ტარდება ამ რეგლამენტის 54-ე მუხლით განსაზღვრული განრიგით. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ასევე განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება ბიუროს სხდომის ჩატარებამდე, რეგლამენტის 131-ე მუხლის შესაბამისად.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ელექტრონულად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge, საკრებულოს დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;
ბ) მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 27 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.12.2025. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016696.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №28, 03.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016696 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6688221/