„სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №69 |
|
2024 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომისიის თავმჯდომარე − სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების შესაბამისი მუნიციპალური/რაიონული განყოფილების უფროსი;“.
2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი
1. წვევამდელების ორგანიზებულად განაწილება ხორციელდება წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრიდან.
2. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრები ფუნქციონირებს:
ა) ქ. გორში, ჭავჭავაძის გამზირის №56-ში;
ბ) ქ. ქუთაისში, მესხის ქუჩა №5ა-ში.“.
3. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიას უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) წვევამდელთა სახელობით სიას (4 ეგზემპლარი) (დანართი №12);
ბ) წვევამდელის პირადობის მოწმობის ასლს;
გ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათს (დანართი №2);
დ) სამხედრო ნამსახურების ბარათს (დანართი №13);
ე) წვევამდელის სამედიცინო შემოწმების ბარათს (3 ეგზემპლარი).“.
4. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
1. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქირურგი;
გ) ოტორინოლარინგოლოგი;
დ) დერმატოვენეროლოგი;
ე) ფსიქიატრი;
ვ) ნევროპათოლოგი;
ზ) სტომატოლოგი;
თ) თერაპევტი;
ი) ოფთალმოლოგი;
კ) კომისიის მდივანი.
2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია, შეიქმნას ერთი ან ერთზე მეტი მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის სახელობითი შემადგენლობა.“.
|