„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016591
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2024 წლის 30 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016525) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55-ე, 552, 556, 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191, 1341, 135-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529 მუხლებით, 153​3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662, მუხლებით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს.“;

ბ) დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი;

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და  საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 465, 466, 513, 533, 55-ე, 552, 556, 771, 772, 825, 1191, 1341, 135-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.

2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 513, 533, 55-ე, 771, 772, 825, 1191, 1341, 135-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 1522, 1534, 1561, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №2).

3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 152, 1525–1529 მუხლებით, 153​3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159მუხლებით და 1662 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №17).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური