„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016752
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2025 წლის 28 მარტი

ქ. წყალტუბო

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.122.016671, 31/03/2023) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2.  ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის საჯარო მოხელეები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინონ: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 642, 771, 82 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 125-ე მუხლების მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-1351 მუხლებით, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1528, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1562, 1564, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159, 1591, 1662, მუხლებით, საქართველოს კანონის `ნარჩენების მართვის“ კოდექსის 31–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საჯარო მოხელეები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466, 1728, 172მუხლებისა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით  გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2025 წლის 1 აპრილიდან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი