„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016723
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2024 წლის 26 აპრილი

ქ. წყალტუბო

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.122.016671, 31/03/2023) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეები (ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საჯარო მოხელეები).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის  მეოთხე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი