,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2023 წლის 6 სექტემბერი ქ. ცაგერი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრების წესი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები საჩივრდება ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
2. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში რაიონულ სასამართლოში.
3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან)“.
|