,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2023 წლის 3 ივლისი დაბა ხარაგაული |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ამავე მუხლს დაემატოს 141 პუნქტი:
„1. საჯარო ზედამხედველობა – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, უკანონო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, მისი შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება ან/და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევთა მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მითითებისა და შემოწმების აქტების გამოყენება/წარმოება.“
„141. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველ პუნქტით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.
|