„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2024 წლის 7 ოქტომბერი დაბა ხარაგაული |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„15. ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 141 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„141. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.
|