„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

2025 წლის 12 ნოემბერი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 31 წევრისაგან, საიდანაც 15 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 16 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში – საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით, მუნიციპალიტეტში საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს,“.

4. დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 36 1 მუხლი;

მუხლი 361. 2029 წლის არჩევნებში არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე  საკრებულოს  ფრაქციის  შექმნა

2029 წლის არჩევნებში არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს, წინადადებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის ან მისი უარყოფის შესახებ.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი