„მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №30 |
|
2026 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი |
1. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევაში, 2027 წლის 1 თებერვლამდე მატარებლის მემანქანეზე არ ვრცელდება:
ა) ამ წესის დანართ №1-ის 2.1 პუნქტის „გ“, „ე“ და „ზ.ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება;
ბ) ამ წესის დანართ №1-ის 2.1 პუნქტის „ზ.ბ“ და „ზ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება, თუ მემანქანე 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 თებერვლამდე საქმიანობას ახორციელებს მატარებლის მემანქანის თანაშემწესთან ერთად.“.
2. დანართ №1-ის 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1. სამედიცინო შემოწმება
ა) ზოგადი სამედიცინო შემოწმება თერაპევტის (ოჯახის ექიმის), ქირურგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ფსიქიატრის, ნარკოლოგის მონაწილეობით;
ბ) სისხლისა და შარდის ანალიზი;
გ) ლიპიდური ცვლა;
დ) სისხლში შაქრის შემცველობა უზმოზე;
ე) კრეატინინის განსაზღვრა სისხლში (40 წელს ზევით);
ვ) თვალშიდა წნევის განსაზღვრა (40 წელს ზევით);
ზ) ინსტრუმენტული გამოკვლევები:
ზ.ა) ელექტროკარდიოგრამა მოსვენებულ მდგომარეობაში;
ზ.ბ) ველოერგომეტრია (დატვირთვის ტესტი);
ზ.გ) გულმკერდის რენტგენოსკოპია;
ზ.დ) გულის ექოსკოპია;
ზ.ე) მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია;
ზ.ვ) ელექტროენცეფალოგრაფია;
თ) გარდა სომატური დაავადებების არსებობისა, ფსიქიატრისა და ნარკოლოგის მიერ ყურადღება უნდა გამახვილდეს მემანქანის ან გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური სტატუსის შეფასებაზე: ყურადღება და კონცენტრაცია, მეხსიერება, აღქმა, მსჯელობა, კომუნიკაცია, ფსიქომოტორული (რეაქციის დრო, ხელების კოორდინაცია) შემოწმება. ასევე ნარკოლოგის მიერ ჩატარდეს ანამნეზის დეტალური შეგროვება, საკოორდინაციო ცდები და შემოწმდეს ინექციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა, გუგების რეაქცია სინათლეზე.“.
|