„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016919
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №184

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/20203წ., 010250050.35.160.016781) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები: 

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამაში ჩართვა ამ წესით დადგენილი პირობებით შეუძლიათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-სს) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირებს, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამით ვერ ისარგებლებენ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატური მზუნველობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ან ზრუნვით დაწესებულებაში მომსახურების მიმღები პირები, ასევე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, რომელთა მომსახურება საფრთხის შემცველია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის.“;

გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“:

„5. შესრულებულ სამუშაოდ ჩაითვლება საანგარიშო თვის განმავლობაში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა და დადგენილი ვიზიტების ფაქტობრივად შესრულებული რაოდენობა, რომელიც არ აღემატება ბენეფიციარისათვის მინიჭებული კატეგორიით დადგენილი ვიზიტების რაოდენობას.“;

დ) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლი;

ე) დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. მოსარგებლეებისათვის მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები

1.  მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:

ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება/შეტყობინება;

ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა;

გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს მოვლის ტიპის ცვლილებას.

2.  მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;

ბ) მომსახურების მიღებაზე ზედიზედ 20 კალენდარული  დღის მანძილზე უარის თქმა არასაპატიო მიზეზით;

გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა;

დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;

ე) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში;

ვ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;

ზ) მოსარგებლის გარდაცვალება.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე