„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№132
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016865
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №132

2024 წლის 13 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში (www. matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016458) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართ №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების უფლებამოსილებებია:

ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის სანებართვო განყოფილებისა და სივრცითი მართვის განყოფილების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ან/და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ანალიზი, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება;

გ) სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, მათ შორის პირველი კლასით გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება;

ე) ქალაქის არქიტექტურულ-ესთეტიკური პარამეტრების, სტრატეგიული განვითარების გეგმების და სხვა სტრატეგიული გეგმების შემუშავების მიზნით შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და სამართლებრივი დახმარების გაწევა;

ვ) შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრების და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით, არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება;

ზ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა;

თ) სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ.) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში;

ი) სამსახურის წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება;

კ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ერთად;

ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;

მ) არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის სისტემატიზაციისა და ეფექტურად განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

ო) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამსახურის განყოფილებებთან ურთიერთდახმარების გაწევა;

პ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

ჟ) განყოფილებაში არსებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

რ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2024.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.06.2024. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №132. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.160.016865.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №132, 13.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016865 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6193865/