„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016861
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №128

2024 წლის 28 მაისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში (www. matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016458) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილება.

2. ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი.

3. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) ქალაქის, მისი ცალკეული ტერიტორიების არქიტექტურის, გამწვანების, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებაში, მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბებასა და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების/დასკვნების წარდგენა;“

4. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების უფლებამოსილებებია:

ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის სანებართვო განყოფილებისა და სივრცითი მართვის განყოფილების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ან/და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ანალიზი, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება;

გ) სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, პირველი კლასით გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება;

დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება;

ე) ქალაქის არქიტექტურულ-ესთეტიკური პარამეტრების, სტრატეგიული განვითარების გეგმების და სხვა სტრატეგიული გეგმების შემუშავების მიზნით შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და სამართლებრივი დახმარების გაწევა;

ვ) შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრების და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით, არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება;

ზ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა;

თ) სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში;

ი) სამსახურის წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა და მოპოვება;

კ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ერთად;

ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;

მ) არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის სისტემატიზაციისა და ეფექტურად განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

ო) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამსახურის განყოფილებებთან ურთიერთდახმარების გაწევა;

პ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

ჟ) განყოფილებაში არსებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

რ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე