,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.138.016580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2025 წლის 30 ივლისი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2022, სარეგისტრაციო  კოდი:010250050.35.138.016476) და  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის (დებულება):
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის,  ქალთა უფლებების დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას.’’

2. მე-3  მუხლის პირველი პუნქტის  „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) კულტურისა და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილება;’’.

3. მე-4   მუხლის პირველი პუნქტის   „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ქალთა უფლებების დაცვის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;’’.

4. მე-7  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. კულტურისა და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილება

1. კულტურისა და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურული პროგრამებისა და  ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) კულტურის სფეროებში მოღვაწე პირების საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;

დ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალური წახალისება;

ე) სახელოვნებო (სამუსიკო, საგუნდო, სამხატვრო) სკოლების და ახალციხის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული, კულტურის სფეროში მომუშავე  ორგანიზაციებთან თანამშრომლობა,  ზედამხედველობა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება;

ვ) ფესტივალების, კონცერტების, გამოფენა-გაყიდვების, ლიტერატურული, მუსიკალური კონკურსების, საქველმოქმედო და სხვა სახის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ზ) თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ბიბლიოთეკის მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, ბიბლიოთეკისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სხვადასხვა პროგრამების მომზადება და განხორციელება, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი;

ი) ახალციხის მუნიციპალიტეტში კულტურის განვითარების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;

მ) ისტორიული ნაწილის განაშენიანების, ისტორიული დასახლებების დაცვისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ნ) გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის პერიოდული მონიტორინგი და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაბამისი სამინისტროსათვის წინადადების მომზადება;

ო) მუნიციპალიტეტში, ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალური პროგრამებისა და  სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

პ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების დაცვის საკითხებთან მიმართებაში;

ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულება;

რ) შშმ პირთა, სოციალურად დაუცველთა, ეთნიკურ უმცირესობათა, ძალადობის მსხვერპლთა და სხვა ჯგუფების საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე