ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2022 წლის 31 მაისი ქ.ახალციხე |
|
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მერიის დებულებითა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
ა) კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება;
ბ) განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განყოფილება.
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის, გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურისა და სასპორტო ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებების მომზადებას;
გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების ხელშეწყობას;
დ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებებითან თანამშრომლობას, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, განათლების, კულტურის და სასპორტო ორგანიზაციებთან ამ სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა ჯგუფებთან და პირებთან თანამშრომლობას და მათი საქმიანობის ხელშეწყობას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე.
3. მოხელე, უშუალო ხელმძღვანელს, წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. მოხელე, დადგენილი წესით, სარგებლობს ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6. მოხელე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
ა) კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.
ბ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კულტურის სფეროებში მოღვაწე პირების საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
დ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალური წახალისება;
ე) სახელოვნებო (სამუსიკო, საგუნდო, სამხატვრო) სკოლების და ახალციხის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული, კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ზედამხედველობა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება;
ვ) ფესტივალების, კონცერტების, გამოფენა-გაყიდვების, ლიტერატურულ მუსიკალური კონკურსების საქველმოქმედო და სხვა სახის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ზ) თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ბიბლიოთეკის მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, ბიბლიოთეკისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სხვადასხვა პროგრამების მომზადება და განხორციელება, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
ი) ახალციხის მუნიციპალიტეტში კულტურის განვითარების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
მ) ისტორიული ნაწილის განაშენიანების, ისტორიული დასახლებების დაცვისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოების პროცესში შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) გამოვლენილი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის პერიოდული მონიტორინგი და მისთვის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაბამისი სამინისტროსათვის წინადადების მომზადება;
ო) მუნიციპალიტეტში გენდერის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;
პ) გენდერული თანასწორობის პროგრამების შემუშავება და თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ჟ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება გენდერული თანასწობის საკითხებთან მიმართებაში;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში, ,„გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულება;
ს) შშმ პირთა, სოციალურად დაუცველთა, ეთნიკურ უმცირესობათა, ძალადობის მსხვერპლთა და სხვა ჯგუფების საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ტ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.
ა) განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) განათლების სფეროში ღონისძიებების, პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგი, ზედამხედველობა და ერთობლივი პროგრამების განხორციელება;
დ) განათლების სფეროს დაწესებულებებში ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
ე) მუნიციპალიტეტში არსებული პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო ორგანიზაციების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის ხელშეწყობა;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობა;
ზ) ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
თ) მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
მ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ო) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შესაბამისად ღონისძიებების განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
პ) სპორტსმენების, სპორტული კოლექტივების მხარდაჭერა, საქმიანობის ხელშეწყობა, მატერიალური წახალისება კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;
რ) საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდობას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
ს) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) კულტურის დარგის მოღვაწე ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
უ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებებისა და ინტერესების დადგენა.
ფ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალურ წახალისება;
ქ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ღ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ყ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული წინადადებების შემუშავება;
შ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა.