„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2023 წლის 23 მარტის, №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2023 წლის 21 აპრილი ქ.მარნეული |
1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის მიერ (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩრების შესახებ ბრძანების (შემდგომში - მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.".
2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის შემდგომაც გამოიცემა ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გამოსცემს ბრძანებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
|