„მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 20 ოქტომბრის, №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2022 წლის 5 დეკემბერი ქ. მარნეული |
1. დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მერიაში და ა(ა)იპ-ში შექმნილი კომისია.“.
2. დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ხოლო ა(ა)იპ-ის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. მერიის და ა(ა)იპ-ის საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებს ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმდჯომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი. საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.“.
3. დადგენილების დანართი 2 ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად.
4. დადგენილების დანართი 3 ჩამოყალიბდეს დანართი 3-ის შესაბამისად.
|