მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №05 |
|
2023 წლის 23 მარტი ქ.მარნეული |
|
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის მიერ (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების (შემდგომში – მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.
2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
1. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
2. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.
3. ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოჰყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნას ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნას გადაღების თარიღი და შედგენილ იქნას დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.
6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.
7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რის შემდგომაც გამოიცემა ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გამოსცემს ბრძანებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.