განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020100118002477674(1/294-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი ქ.ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორის- დი----------------------–--------–--ს
ადვოკატ -ზვ-----------–----
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულის- შო----------------
არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენლის -ხა----------------
მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
ბრალდებული: შო---------------- მიმართ
დაბადებული: 16.01.2--- წელს
პირადი ნომერი: 02---------
საქართველოს მოქალაქე
არასრული საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ქუ--------------------------------------------------
რეგისტრირებული: ბა---------------------------–----------
აღკვეთის ღონისძიების სახით შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
არასრულწლოვანმა შო-----------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვ--.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2018 წლის 07 მაისს, დაახლოებით 03 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები გი-------–--- და მისი დისშვილი, არასრულწლოვანი შო-----------–--- მივიდნენ ამ უკანასკნელის მამის და---------–-----სა და დედინაცვლის ლე--–-------–-----ს საცხოვრებელ სახლში მდებარე აბ-–--------–----–----------------–-----–-----–-. ლე--–-------–-----ს მიერ მიცემული შენიშვნის გამო, არასრულწლოვანმა შო-----------–---- მუშტებისა და ხელკეტის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და---------–-----ს და მის მეუღლეს ლე--–-------–-----ს, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები, სამი წლის ლი--------–----- და ცხრა წლის ლუ--------–-----, ფიზიკური ანგარიშსწორების დროს მუშტების და ხელკეტის გამოყენების გარდა, არასრულწლოვანმა შო-----------–---- გულმკერდის არეში ნაკბენი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულებს, მამას და---------–-----ს და დედინაცვალს ლე--–-------–-----ს, შო---------------- მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად და---------–-----მ და ლე--–-------–-----მ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვ--.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული, რასაც ასევე დაეთანხმა არასრულწლოვანი შო---------------- კანონიერი წარმომადგენელი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
არასრულწლოვან ბრალდებულ შო---------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ შო---------------- აღიარებით.
2018 წლის 07 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 26-35).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 18 მაისის №00------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 248-250).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 14 მაისის № 00------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 251-253).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მაისის № 00------- სასამართლო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 254-259).
დაზარალებულების და---------–-----ს და ლე--–-------–-----ს ჩვენებებით.
მოწმეების ლუ--------–--------------–------------------------ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსა- ჯულების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევ--ნ ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანი შო-----------–--- და და---------–----- არიან მამა-შვილი და არასრულწლოვანი შო-----------–--- არის ლე--–-------–-----ს გერი.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში და მოცემულ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განსაზღვრული შედეგის დადგომა.
საქართველოს სსკ-ის მე-8-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვ-- ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი არასრულწლოვან შო---------------- ქმედებას- დაზარალებულებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და დამდგარ შედეგს, მათი სხეულის დაზიანებას შორის.
სუბიექტური მხრივ შო---------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა შო-----------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვ--.
ამდენად, არასრულწლოვან ბრალდებულ შო---------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შო---------------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ არის 16 წლის არასრულწლოვანი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მეორე ნაწილი).
სასჯელის დასაბუთება:
შო---------------- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად არასრუ- ლწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
,,ბავშვთა უფლებების კონვენციის’’ თანახმად ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას მის მიმართ განხორცილებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში.
სისხლის სამართლის საქმეებში საუკეთესო ინტერესის პრინციპი ვრცელდება კანონთან კონფლიქტში მყოფ ყველა ბავშვზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა რეპრესია ან დასჯა ნაკლებ პრიორიტეტულად უნდა იქნას მიჩნეული, ვიდრე რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის უფლება, პრინციპი და საპროცესო ნორმა, რომელსაც საფუძვლად უდევს კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის საუკეთესო ინტერესის ყველა ელემენტის შეფასება და უნდა იქნას დაცული ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი გარანტიებს და უფლების სათანადო გამოყენებას.
ბავშვის საუკეთესო ინტერესებში გასათვალისწინებელია ბავშვს ყავს თუ არა მშობლები და ცხოვრობს თუ არა მათთან, მისი ურთიერთობის ხარისხი თავის ოჯახთან. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, გონივრული და ფიზიკური შესაძლებლობა, პიროვნული და სოციალურ-კულტურული ასპექტები.
კონვენციის 40 (2) (ბ) მუხლი განსაზღვრავს ყველა იმ უფლებას და გარანტიას, რომელებიც უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლოს ყველა იმ ბავშვისთვის ვინც სავარაუდოდ დაარღვ-- სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა, ან აღიარებულია მის დამრღვევად ჰქონდეს სულ ცოტა შემდეგი გარანტიები:
ბავშვების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ხელს უნდა უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას, უნდა განუმტკიცებდეს მათ ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას და მათი რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში დადებითი როლის შესრულების შესაძლებლობას. კონვენციის 37 (ბ) მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე პერიოდის განმავლობაში.
ბავშვთა დაცვის კომიტეტი აღნიშნავს, რომ რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულის გარემოებებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების, მასთან დაკავშირებული გარემოებების, პირობებისა და საჭიროების პროპორციული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვან შო---------------- მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას კანონის მოთხოვნა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და პროცესის თავისებურების შესახებ სრულად იქნა დაცული.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვით ზემოქმედების ზომის შერჩევისას აღნიშნული ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობას და მოთხოვნილებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვნის მიმართ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზე არასრულწლოვანი შო-----------–--- აღიარებს დანაშაულს, მაგრამ არ აქვს სინანულის განცდა, რადგან მიაჩნია, რომ მის ქმედებას ჰქონდა გარკვეული წინაპირობა, რამაც აიძულა ქმედების ჩადენა, ის 2011 წლიდან იმყოფება სახელმწიფოს მზუნველობის ქვეშ მიმღები მშობლის ოჯახში, სადაც არსებობს არასრულწლოვნის ზრდისა და განვითარებისათვის უსაფრთხო გარემო, სკოლაში ჰქონდა დაბალი აკადემიური მოსწრება და მეშვიდე კლასის შემდეგ ექსტერნად დაამთავრა 9 კლასი. აქვს ინტერესი მიიღოს პროფესიული განათლება, არასრულწლოვანი ხშირად ხდებოდა ჩაგვრის და დაცინვის ობიექტი თანაკლასელების მხრიდან ჩაცმულობის და სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამო და თავდაცვის მიზნით ახორციელებდა მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას. მშობლები არასრულწლოვნის მიმართ ავლენდნენ გულგრილ დამოკიდებულებას, მინდობით აღზრდაში ყოფნის განმავლობაში მამამისი არ დაინტერესებულა შვილის მდგომარეობით და არ უნახავს ის, დედა ბოლო პერიოდში ყურადღებას აქცევს მას და დაინტერესეულია არასრულწლოვანმა თავი აარიდოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და მხარდაჭერას უწევს მას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი, შო---------------- ოჯახს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და თავშესაფარი და იგი იმყოფება არანათესაურ მინდობით აღზრდის ქვეშ, ამ გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შო-----------–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნებს,მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბრალდებულის კეთილდღეობას, განათლების, განვითარების ინტერესს და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შო---------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის შესაძლებელია შინაპატიმრობის გამოყენებით, ვინაიდან შო-----------–--- არის 16 წლის არასრულწლოვანი, მას და მის ოჯახს არ გააჩნია ჯარიმის გადახდის საშუალება, ხოლო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად შეიძლება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არასრულწლოვან შო----------------ათვის ამ სასჯელის გამოყენება დაუშვებელია, არც იქნებოდა გამართლებული და თანაზომიერი მისი ასაკის, აღზრდის, განვითარების პირობების და ოჯახური გარემოს გათვალისწინებითაც.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს. შინაპატიმრობა, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულების, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევების და ხის ჯოხის, ლე--–-------–-----საგან ამოღებული თეთრი ფერის მოკლემკლავ--ნი მაისურის ლურჯი და წითელი ზოლებით და შავი ფერის შარვლის, და---------–-----საგან ამოღებული მწვანე ფერის მოკლემკლავ--ნი მაისურის და მუქი ფერის „ადიდასის“ ფირმის შარვლის; გი------------აგან ამოღებული ჯინსის შარვლის, შავი ფერის მოკლემკლავ--ნი მაისურის მოთეთრო ფერის წარწერებით და მოწითალო ფერის პერანგის საკითხი გადაწყდეს გი------------ მიმართ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
შო----------------აგან ამოღებული მუქი ნაცრისფერი მოკლემკლავ--ნი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაუბრუნდეს შო-----------–---ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინის წესები) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის პირველი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 73-ე, 75-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ შო-----------–--- (პირადი ნომერი 02---------) საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო (2018 წლის 7 და 8 მაისი) და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 5 თვის და 26 დღის ვადით.
2.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად შო-----------–---ს დაეკისროს დღე-ღამის 23:00 საათიდან 08:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება.
3.არასრულწლოვან შო-----------–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 05 ივლისის 13:05 საათიდან.
4.შო---------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
5.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად შო---------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში განახორციელოს იმერეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქ. ქუ--------------------------------------------------).
6.ნივთიერი მტკიცებულების,შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევების და ხის ჯოხის, ლე--–-------–-----საგან ამოღებული თეთრი ფერის მოკლემკლავ--ნი მაისურის ლურჯი და წითელი ზოლებით და შავი ფერის შარვლის, და---------–-----საგან ამოღებული მწვანე ფერის მოკლემკლავ--ნი მაისურის და მუქი ფერის „ადიდასის“ ფირმის შარვლის; გი------------აგან ამოღებული ჯინსის შარვლის, შავი ფერის მოკლემკლავ--ნი მაისურის მოთეთრო ფერის წარწერებით და მოწითალო ფერის პერანგის საკითხი გადაწყდეს გი------------ მიმართ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
შო----------------აგან ამოღებული მუქი ნაცრისფერი მოკლემკლავ--ნი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაუბრუნდეს შო-----------–---ს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუ-----ი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12).
მოსამართლე ნატრული აკობია