განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 010100118002353046
საქმე N 1-23/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21.03.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------------–--ლი
1. ბრალდებული: თა----------–-–---–ი
მამის სახელი: ზა---
დაბადებული: 1--10.2001 წელი
პირადი ნომერი: 3---------5
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: არ-------–----–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. რუსთავი, მე-1------------–---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
2. ბრალდებული: გი-------------–---რი
მამის სახელი: გელა
დაბადებული: 09.10.2002 წელი
პირადი ნომერი: 0---------6
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: არ-------–----–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
მცხოვრები: ქ. ბათუმი, გუ-----–---–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტები;
ბრალდებულების ადვოკატები - მა-–-----------ე, მე----–------ძე
საპროცესო წარმომადგენელი - მა--------–-ძე
კანონიერი წარმომადგენელი - თა-----------–---რი
1.აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა თა----------–-–---–ის მიმართ :
1.1. თა----------–-–---–ი 2016 წლის 29 მარტს გასამართლებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის"ბ" და მესამე ნაწილის "ა" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა თ/ა 8 თვის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ასევე, გასამართლებულია 2016 წლის 02 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის"ბ" და მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტებით და 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის"ბ" და მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თ/ა 3 (სამი) წლის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ასევე, გასამართლებულია 2017 წლის 26 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის"ბ" და მესამე ნაწილის "ა" და მეოთხე ნაწილის "ბ" და "გ" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თ/ა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარცენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ასევე, გასამართლებულია 2017 წლის 09 ივნისს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ა" და მეოთხე ნაწილის "ბ" და "გ" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თ/ა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
1.2. 2018 წლის 08 დეკემბერს, დაახლოებით 06:58 საათზე,ქ.ბათუმში, ზ. გო-----–---------------ში არსებული შპს ,,ო----ს“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზია ,,მე----------ში“ (სადგომში) უკანონო შეღწევით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ოთხჯერ ნასამართლევი თა----------–-–---–ი, გი-------------–---რი და გამოძიებით დაუდგენელი პირი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შპს ,,ო----ს“ კუთვნილ 37 ცალ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონს, რამაც დიდი ოდენობით 22 353 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა გი-------------–---რის მიმართ :
2018 წლის 08 დეკემბერს, დაახლოებით 06:58 საათზე,ქ.ბათუმში, ზ. გო-----–---------------ში არსებული შპს ,,ო----ს“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზია ,,მე----------ში“ (სადგომში) უკანონო შეღწევით გი-------------–---რი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ოთხჯერ ნასამართლევი თა----------–-–---–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შპს ,,ო----ს“ კუთვნილ 37 ცალ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონს, რამაც დიდი ოდენობით 22 353 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღდეგო მუსაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით,წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, იმის მიერ ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღდეგო მისაკუთრებისათვის
2.1 ბრალდებულებმა თა----------–-–---–მა და გი-------------–---რმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი სრულად სცნეს დამნაშავედ და უდავოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; ბრალდებულები დაეთანხმნენ საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.2. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების გი-------------–---რის და თა----------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეები შეთანხმდნენ არსებითი განხილვის სხდომაზე სრულად; ამდენად, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია რომ ბრალდებულების თა----------–-–---–ის და გი-------------–---რის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: თა--------------------------------–----------------------–-–---–-----–-–---------------–------------------–-------------------------------------–----–--–--------------–----–---–----------–----------ის, ზა--- დიასამიძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გი-------------–---რისა და თა----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმები და ამოღებული მობილური ტელეფონები, გი-------------–---რისა და თა----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმები და ამოღებული მობილური ტელეფონები, გი-------------–---რის და თა----------–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, მობილური ტელეფონის ყუთების ამოღების ოქმი, ამოღებულ მობილური ტელეფონების ყუთებზე და ამოღებულ ტელეფონებზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მობილური ტელეფონის ყუთების და ამოღებული მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმები, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 ივლისის განაჩენი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განაჩენი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განაჩენი, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს N06/18/ზ-007 გადაწყვეტილება, გათავისუფლების N0718620 ცნობა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი, ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც და---რალებულის, ისე ბრალდებულების ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ებს თა----------–-–---–ს და გი-------------–---რს გაცნობიერებული ჰქონდათ ტექნიკის მაღაზიაში არსებული ნივთები წარმოადგენდა სხვის ნივთებს და სურდათ მათი დაუფლება, 2018 წლის 08 დეკემბერს, დაახლოებით 06:58 საათზე,ქ.ბათუმში, ზ. გო-----–---------------ში არსებული შპს ,,ო----ს“ კუთვნილი ტექნიკის მაღაზია ,,მე----------ში“ (სადგომში) უკანონოდ შეაღწიეს დაუდგენელ პირთა ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შპს ,,ო----ს“ კუთვნილ 37 ცალ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონს, რამაც დიდი ოდენობით 22 353 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მეოთხე ნაწილი ადგენს დიდი ოდენობით ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდი ოდენობით ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებით და---რალებულს მიადგა ზიანი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 10 000 ლარს, რაც ქმნის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება ჩადენილია სხვის სარგებლობაში (საკუთრებაში) მყოფ ტერიტორიაზე და ბრალდებულების მაღაზიაში შესვლის მიზანი იყო სხვისი ქონების დაუფლება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულები ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით.
ასევე დადასტურებულია, რომ ბრალდებულები წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულებრივი ქმედების ერთობლივად ჩასადენად;
უდავო მტკიცებულებით ასევე დადასტურებულია, რომ თა----------–-–---–ი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის გასამართლებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 29 მარტს, 2016 წლის 02 ივლისს, 2017 წლის 26 აპრილს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 09 ივნისს, რაც ქმნის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
3.2. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა შეთანხმების შედეგად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულ თა----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ბრალდებულ გი-------------–---რის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები :
4.1. გი-------------–---რს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. გი-------------–---რს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება.
4.3. თა----------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. თა----------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
5.1. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.
5.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
5.3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
5.4. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
5.5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
5.6. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშსს.
5.7. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მიერ შეჯამდა და შეფასდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის თა----------–-–---–ის მიმართ - მნიშვნელოვანი (ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების (რეალური ან პოტენციური) ხელშემწყობი (ბ) მსგავსი ქმედებისგან დამცავი გარეგანი და შინაგანი (ინდივიდუალური, ოჯახური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ა.შ.) ფაქტორები
შეფასება მოახდინა სოციალურმა მუშაკმა ი. ძნ--–-–---–--------------–-–---–მა; არასრულწლოვანის ოჯახური და პიროვნული მახასიათებლების შესწავლით დასკვნის შედეგად წარმოდგენილია რეკომენდაცია შემდეგი სახით:
არასრულწლოვანისა და სოციალური მუშაკის შეხვედრა შედგა ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში. თა----ის გადმოცემით, ის გათავისუფლდა #11 დაწესებულებიდან ვადაზე ადრე მუდმივ მოქმედი კომისიის მიერ. #11 დაწესებულებაში წარსულში განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის თა----მა გაატარა 1 წელი და 9 თვე. გათავისუფლების შემდეგ მან გადაწყვიტა ბათუმში ვიზიტი თანატოლი მეგობრების მონახულების მიზნით. მისი გადმოცემით, ზოგიერთი მისი მეგობარი გამოირჩევა დელიქვენტური ქცევით და იმყოფებიან კანონთან კონფლიქტში.
მიმდინარე ქმედების განხორციელების კონკრეტულ მიზეზს თა---- მოლაშვილი ვერ ასახელებს. აღნიშნულს მიიჩნევს ბავშვურ შეცდომად და სპონტანურად გადადგმულ ნაბიჯად. ვლინდება, რომ ქმედება თანატოლებს წინასწარ არ ჰქონდათ დაგეგმილი, მოქმედებდნენ სპონტანურად მოსალოდნელი შედეგების გააზრების გარეშე. თა----ი მიიჩნევს, მან მოცემულ მომენტში ვერ განსაზღვრა მოსალოდნელი შედეგები და ის გარემოება, რომ იყო ახალი გათავისუფლებული დაწესებულებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს საქციელს არ ჩაიდენდა. მან ვერ შეძლო რისკების გათვლა. არასრულწლოვანი საუბრისას გამორიცხავს თანატოლთა მავნე ზეგავლენას მასზე, აღნიშნავს, რომ ის მის ქმედებაზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას და სხვას მის მიერ განხორციელებულ ქმედებაში ბრალს ვერ დასდებს.
თა----------–-–---–ის გადმოცემით, ის აცნობიერებს მისი ქცევის უარყოფით შედეგებს მის ცხოვრებაზე. მიიჩნევს, რომ შესაძლოა მან აღნიშნული დანაშაულისათვის გარკვეული პერიოდი კვლავ გაატაროს პენიტეცნიურ დაწესებულებაში. სამომავლოდ არ სურს მისი ცხოვრება კრიმინალთან იყოს დაკავშირებული. მას სურვილი აქვს ისწავლოს, დაასრულოს საჯარო სკოლა და ჩააბაროს უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს. შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ თა----------–-–---–ი ავჭალის #11 დაწესებულებაში ჩართული იყო სარეაბილიტაციო კომპონენტში. თა----ი სწავლობდა საჯარო სკოლაში და არასრულწლოვანი სწავლის გაგრძელებას და საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებას მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მიიჩნევს, რომ ის დაწესებულების გარეთ სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა ვინაიდან მას არ ექნებოდა ამისთვის სათანადო ხელშეწყობა, დრო, მოტივაცია და ნებისყოფა. თა----ი სამომავლოდ გეგმავს სკოლის დასრულებას, მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში და უნივერსიტეტში არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩაბარებას. არასრულწლოვანის გადმოცემით, მას არ სურს სამომავლოდ კვლავ სირთულეები ჰქონდეს კანონის წინაშე.
თა----------–-–---–ი ასევე დადებითად აფასებს მის მონაწილეობას სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომელშიც ჩართული იყო პატიმრობის პერიოდში ავჭალის #11 დაწესებულებაში. მისი გადმოცემით, ის კითხულობს ბევრს, ასევე ცდილობს მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.
თა----ის ოჯახს წარმოადგენს დედა და ძმა. დედა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არის საწოლს მიჯაჭვული და უჭირს გადაადგილება. ძმა არის სრულწლოვანი და დასაქმებულია. ოჯახის წევრები შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდნენ და ამჟამადაც უზრუნველყოფენ არასრულწლოვანს საჭიროებებით.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად შეფასებისას გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნის გამცემი მიზანშეწონილად მიიჩნევს არასრულწლოვნისთვის სასჯელის ისეთი ფორმის შეფარდებას, რომელიც დაეხმარება მას საკუთარი პასუხისმგებლობების გააზრებაში როგორც და---რალებულის, ასევე ოჯახის და საზოგადოების წინაშე. ხელს შეუწყობს მას ასაკის შესაბამისი განათლების მიღებაში, ძლიერი მხარეების და შესაძლებლობების რეალიზებაში, რაც სამომავლოდ იძლევა მისი სწორი პიროვნული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას. მიზანშეწონილია შეფარდებული სასჯელი დაეხმაროს არასრულწლოვანს გაიაზროს რა ღირებულებების მატარებელია და მათ შესაბამისად ჩამოაყალიბოს პრიორიტეტები, რაც დაეხმარება მას მომავალში დანაშულებრივი ქცევის პრევენციაში. მნიშვნელოვანია ასევე არასრულწლოვანმა გააცნობიეროს კრიმინალური მენტალობის ადამიანებთან ურთიერთობის საფრთხე.
5.8. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მიერ შეჯამდა და შეფასდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გი-------------–---რის მიმართ - (ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების (რეალური ან პოტენციური) ხელშემწყობი (ბ) მსგავსი ქმედებისგან დამცავი გარეგანი და შინაგანი (ინდივიდუალური, ოჯახური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ა.შ.) ფაქტორები
მოზარდი აღიარებს დანაშაულს, ნანობს მომხდარს მხოლოდ იმის გამო, რომ დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოხდა მისი იზოლაცია პენიტენციურ დაწესებულებაში. .....მას სურვილი აქვს სკოლაში გააგრძელოს სიარული, თუმცა არ იყო თავდაჯერებული იმაში თუ რამდენად უნდოდა სწავლა. სიტყვიერად საუბრობდა ასევე ქცევის შეცვლის საჭიროებაზე, მაგრამ უჭირდა დანაშაულებრივი ქმედების პრევენციის კონკრეტულ გეგმაზე საუბარი.
წარმოდგენილი ანგარიშით მითითებულია შემდეგ: მოზარდი თვლის, რომ სამართალდამცველები უხეშად არღვევდნენ მის უფლებებს, დაშინებით, მუქარით და ფიზიკური შეურაცხყოფის გზით. მოზარდი საუბრობს ასევე 2018 წლის სექტემბრის თვეში არსებულ ერთერთ შემთხვევაზე, როდესაც სამართალდამცველების ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.
გიორგის არ აღენიშნება დამოკიდებულებებთან დაკავშირებული სირთულეები. არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებსა და იშვიათად სვამს ალკოჰოლურ სასმელს, არ არის დამოკიდებული კომპიუტერულ თამაშებზე.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად არასრულწლოვანი არის 16 წლის, ის 2018 წლის 29 ოქტომბრიდან გიორგი ირიცხება ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში, თუმცა აღნიშნულ სკოლაში იგი არ გამოცხადებულა. .... მიმდინარე ეტაპისათვის, პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადმოცემით, დაწესებულებაში გიორგი აქტიურად ესწრება ქართულის, მათემატიკის, რუსულისა და ინგლისურის გაკვეთილებს. ჩართულია „არტ-თერაპიის“ ჯგუფში, ხატავს კარგად, დაწესებულებაში აქტიურად სარგებლობს ბიბლიოთეკით, კითხულობს სხვადასხვა საკითხავ ლიტერატურას. მოზარდის განმარტებით სურვილი აქვს ექსტერნად ჩააბაროს გამოცდები და დაასრულოს სრული 12 კლასი.
პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადმოცემით, არასრულწლოვანი დაწესებულებაში აქტიურად ესწრება ქართულის, მათემატიკის, რუსულისა და ინგლისურის გაკვეთილებს. ჩართულია „არტ-თერაპიის“ ჯგუფში, ხატავს კარგად, აქტიურად სარგებლობს ბიბლიოთეკით, კითხულობს სხვადასხვა საკითხავ ლიტერატურას, არის კარგი გონებრივი შესაძლებლობის.
არასრულწლოვნის ოჯახისა და საცხოვრებელი პირობების შეფასების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები: ოჯახი ცხოვრობს ქ.ბათუმში, სულაბერიძის შესახვევი N 12-ში მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში, ქირით. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს სოციალური ფულადი დახმარება, რაც ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის.
შეფასება მოახდინა სოციალურმა მუშაკმა ი. რი–---ემ; არასრულწლოვანის ოჯახური და პიროვნული მახასიათებლების შესწავლით დასკვნის შედეგად წარმოდგენილია რეკომენდაცია შემდეგი სახით:
არასრულწლოვნის და მისი ოჯახური გარემოს შესწავლის შედეგად, რეკომენდებულია მოზარდის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, დანაშაულის გაცნობიერებაზე, რაც საშუალებას მისცემს არასრულწლოვანს კომპლექსურად შეხედოს დანაშაულებრივ ქმედებას და გაიაზროს იგი სხვადასხვა პერსპექტივიდან. შეძლოს და---რალებული მხარეების იდენტიფიცირება და მათ მიერ განცდილი ზარალის ანალიზი. ამასთანავე მიზანშეწონილია მოხდეს მუშაობა მოზარდის ცხოვრებისეული ფასეულობების განმტკიცების მიზნით, რაც დაეხმარება საკუთარი ფასეულობების, საჭიროებებისა და ვალდებულებების გააზრებაში, ქცევისა და ღირებულებების შესაბამისობაზე დაფიქრებაში. მიზანშეწონილია ფსიქოლოგის მუშაობა მოზარდთან ემოციების მართვის კუთხით. მოზარდი საჭიროებს მხარდაჭერას და მოტივაციის გაზრდას განათლების მიღების კუთხით, ასევე ხელშეწყობას ჩაერთოს ასაკის შესაბამის აქტივობებში.
ოჯახთან მუშაობა მისი გაძლიერების მიზნით, გიორგის მოზარდობის ასაკთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გასამკლავებლად.
5.9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
5.10. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
5.1-- ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
5.12. ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, რამაც, თავის მხრივ, ასახვა ჰპოვა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომელიც არაერთ შესაძლებლობას ითვალისწინებს არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭოს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს სასამართლო გაითვალისწინებს ბრალდებულ გი-------------–---რთან მიმართებაში.
სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას და მის პიროვნულ მახასიათებლებს, ყველა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მთითებულ ფაქტებს და დასკვნას და აფასებს მას სასჯელის სახის და ზომის გამოყენებასთან მიმართებით;
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კერძოდ 76-ე მუხლი სასამართლო აძლევს უფლებამოსილებას გამოიყენოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, ვიდრე ითვალისწინებს კოდექსის შესაბამისი მუხლი თავის სანქციით, - მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობა და კანონიერება უნდა იყოს სახეზე;
ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით და გი-------------–---რს დაუნიშნოს ბრალად შერაცხული მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად; სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-------------–---რის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება ამ ეტაპზე მიზანშეწონილია;
სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის დამატებითი ვალდებულებების გამოყენებას, რადგან ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არ იძლევა ამის საჭიროებას და აუცილებლობას, არასრულწლოვანს სრულდ აქვს გააზრებული მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ის მომავალში დაინტერესებულია კარიერული წინსვლით;
ამდენად, ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-------------–---რს სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, დანიშნული სასჯელი კი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;
რაც შეეხება ბრალდებულ თა----------–-–---–ს, ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით და თა----------–-–---–ს დაუნიშნოს ბრალად შერაცხული მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი ვადით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს რა ბრალდებულის პიროვნებას, იმას, რომ ის წარსულში გასამართლებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და ქმედებების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, - მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა არ უნდა იყოს მსუბუქი, თუმცა ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ თა----------–-–---–ის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განაჩენით იმყოფებოდა აღრიცხვაზე პრობაციის ბიუროში; სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი -
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვალი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გიო-----------–------აგან, თო------------------ან, თა----------–-–---–ისაგან, რა---- ლო--------------აგან,ირ---–-----------საგან, აღებული ნერწყვის ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - თა----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 17 (ჩვიდმეტი) ცალი მობილური ტელეფონი, ორი ცალი ქურთუკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გი-------------–---რის პირადი ჩხრეკების დროს ამოღებული 19 ცალი მობილური ტელეფონი, ზედატანი, შარვალი, ქამარი, შარფი, დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გი-------------–---რის ბინის ჩხრეკის ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი საათი, ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი ტელეფონის სამუხტი, შავი ფერის ტელეფონის ელემენტი, ეთი ცალი სანთებელა, შავი ფერის მოწყობილობა ეიფელის კოშკის გამოსახულებით, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - თა--------------საგან ამოღებული მობილური ტელეფონის 37 ცალი ყუთი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა „N8 ამხაანგობიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - სკოლალიცეუმი „ევრო 2000-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ფილიალიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - და----------–--ის სავალუტო პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 73-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციით, პეკინის წესებით, არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული თა----------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი 04 (ოთხი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბრალდებულ თა----------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ თა----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 დეკემბრიდან.
თა----------–-–---–ს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ ყოფაქცევაზე კონტროლის განახორციელებლად გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ბრალდებული გი-------------–---რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-76-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ გი-------------–---რს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ გი-------------–---რს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 16 დეკემბრიდან 2019 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდი.
პირობით მსჯავრდებულის გი-------------–---რს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვალი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გიო-----------–------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - თო------------------ან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - თა----------–-–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - რა---- ლო--------------აგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ირ---–-----------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - თა----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 17 (ჩვიდმეტი) ცალი მობილური ტელეფონი, ორი ცალი ქურთუკი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გი-------------–---რის პირადი ჩხრეკების დროს ამოღებული 19 ცალი მობილური ტელეფონი, ზედატანი, შარვალი, ქამარი, შარფი, დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გი-------------–---რის ბინის ჩხრეკის ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, ერთი ცალი საათი, ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი ტელეფონის სამუხტი, შავი ფერის ტელეფონის ელემენტი, ეთი ცალი სანთებელა, შავი ფერის მოწყობილობა ეიფელის კოშკის გამოსახულებით, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - თა--------------საგან ამოღებული მობილური ტელეფონის 37 ცალი ყუთი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა „N8 ამხაანგობიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - სკოლალიცეუმი „ევრო 2000-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ფილიალიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - და----------–--ის სავალუტო პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციური დაწესებულებას, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე