2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ გულისხმობს:

a) ნებისმიერ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ სამხედრო სამსახურს და წმინდა სამხედრო ხასიათის სამუშაოებისათვის გამოყენებულ შრომას;

b) ნებისმიერ სამუსაოს და სამსახურს, რომელიც წარმოადგნეს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეთა ჩვეულებრივ სამოქალაქო მოვალეობას;

c) ნებისმიერ სამუშაოს და სამსახურს, რომელიც მოეთხოვება პირს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, იმ პირობით, რომ ეს სამუშაო ან სამსახური შესრულდება სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლითა და ზედამხედველობით და რომ აღნიშნული პირი არ შეიძლება დაქირავებულ ან გადაცემულ იქნას კერძო პირების, კომპანიების ან საზოგადოებების განკარგულებაში;

d) ნებისმიერ სამუშაოს და სამსახურს, რომელიც მოეთხოვება პირს საგანგებო მდგომარეობის დროს, ანუ ომის ან მოსალოდენლი თუ არსებული კატასტროფის შემთხვევაში, ხანძრის, წყალდიდობის, შიმშილის, მიწისძვრის, ძლიერი ეპიდემიის ან ეპიზოიტების, მავნე ცხოველების, ქვეწარმავლების ან მცენარეთა შემოსევის და საერთოდ იმ გარემოებათა გამო, რომელიც ქმნის ან შეიძლება შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ან მისი ნაწილის სიცოცხლეს ან ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს;

e) საზოგადო ხასიათის წვრილმანი სამუშაოები, ანუ ისეთი სამუშაოები, რომლებიც სრულდება კოლექტივის წევრთა მიერ ამ კოლექტივის პირდაპირ სარგებლობისათვის და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კოლექტივის წევრების ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობად, იმ პირობით, რომ თვითონ მოსახლეობას ან მის უშუალო წარმომადგენლებს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი შეხედულება ამ სამუშაოს მიზანშეწონილობის თაობაზ