2. ამგვარი სრული გაუქმების შემთხვევაში იძულებითი ან სავალდებულო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარდამავალ პერიოდში მხოლოდ საზოგადოებრივი მიზნებისათვის და გამონაკლისის სახით იმ პირობებითა და გარანტიებით, რომლებიც გათვალისწინებულია შემდგომ მუხლებში.

3. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ და 31-ე მუხლით გათვალისწინებული მოხსენების შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო ახალი გადავადების გარეშე განიხილავს იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმის გაუქმების შესაძლებლობას და გადაწყვეტს კონფერენციის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა