განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3354437-1/-351-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 თებერვალი 2020წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი -ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - გ--–-----------
დაცვის მხარე: ბრალდებული - გ---------------–-–---–- (საქართველოს მოქალაქე, დაბ. 2--------- წელს, პ/ნ 4----------, მცხ. ვ--–------------------------)
კანონიერი წარმომადგენელი - ავ--------–--------–-–---–-
ადვოკატი - ტ------–----–-----–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა
2019 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ვ--–-–-, N1 საჯარო სკოლის მახლობლად 9 აპრილის ქუჩაზე არასრულწლოვანმა, 2----–-–-------------- დაბადებულმა, გ---------------–-–---–-- ურთიერთშელაპარაკებისას მ-----–-------–---–- მიაყენა ჯერ სიტყვიერი, რის შედეგადაც ხელის ერთი დარტყმით სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობრივი ქმედების შედეგად მ-----–-------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ---------------–-–---–-- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა
2019 წლის 21 ივლისს, დილით, ქ. ვ--–-–-, თ--------------------–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ყოფითი უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა, 2----–-–-------------- დაბადებულმა, გ---------------–-–---–-- დედობილს ნ--------------–- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა შუბლის არეში, რის გამოც ნ--------------–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ---------------–-–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლიაამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ---------------–-–---–-- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (მ-----–-------–---–-- განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მ-----–-------–---–-- 2019 წლის 27 ნოემბრის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, გ--------------–---–-- 2019 წლის 27 ნოემბრის მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, პ---–---------------- 2019 წლის 27 ნოემბრის მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, მ-----–-------–---–---- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, გ---------------–-–---–-- 2019 წლის 28 ნოემბრის მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ს--------------–---–-ს 2019 წლის 28 ნოემბრის მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ნ--------------–-- განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ნ--------------–-- 21.07.2019წ, 05.09.2019წ მოწმის და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვანი გ---------------–-–---–-- 21.07.2019 წ მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვანი შ--–----------–-–---–-- 21.07.2019წ მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ვ----------------–-–---–-- 21.07.2019წ მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 23 ივლისის N---------- დასკვნა ნ--------------–-- სხეულის დაზიანების შესახებ).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლოს დასკვნა გ---------------–-–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
გ---------------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის ასაკს. განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს კანონთან კომფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის თანახმად მოზარდი აღნიშნავს, რომ დარტყმისთანავე ინანა და შეშფოთდა, რომ რაიმე არ დაეზიანებინა დაზარალებულისთვის. გ---------------–-–---–- აღიარებს ჩადენილ ქმედებას და გააზრებული აქვს, რომ როდესაც ბრაზდება უჭირს ემოციებთან გამკლავება. გამოხატავს მზაობას ჩაერთოს საჭიროებისამებრ სარეაბილიტაციო პროგრამაში. მოზარდს აქვს უნარები, რაც სამომავლოდ დაეხმარება თავიდან აიცილოს მსგავსი ქმედება, კერძოდ გ------- დაინტერესებულია ჯანსაღი ცხოვრების წესით, აქვს მომავლის პოზიტიური ხედვა, არის შრომისმოყვარე. გ---------------–-–---–-- გადმოცემით, მას აქვს სამუშაო გამოცდილება. ცდილობს უარი არ თქვას სხვადასხვა შემოთავაზებებზე. მისი საქმიანობა შემოიფარგლება დახმარების საჭიროებაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ანაზღაურების სანაცვლოდ. მოზარდი ახერხებს საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ამასთა, სასამართლო სხდომაზე გ---------------–-–---–-- თანხმობა განაცხადა მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ამასთან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი თანხმობის გათვალისწინებით, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ---------------–-–---–- დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------–-–---–- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი.
2. გ---------------–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80 საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, და საბოლოოდ, გ---------------–-–---–- დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი.
3. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს აპრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
4. გ---------------–-–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლუიზა თოდუა