განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002612306
საქმე №1/168-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძემ
სოფიკო სონღულაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - მა--------------ის
ადვოკატ - მა----–-------–--ე
მონაწილეობით დახურული სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023240218002)
ბრალდებულ მა--------------ის მიმართ
მამის სახელი: მა----ა
დაბადებული: 31.08.2000 წელს
პირადი ნომერი: 13001065434
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: მქონე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: გუ------------------ სოფე-–----------ი
ფაქტობრივად მცხოვრები: გუ------------------ სოფე-–----------ი
კვალიფიკაცია: მა--------------ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს, 2018 წლის 16 იანვრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა მა--------------მა და გი---------------მა სახლის სახურავიდან უკანონოდ შეაღწიეს გუ------------------ს სოფე-–----------ში მდებარე, თა-------–--–---–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ საოჯახო ტექნიკას, ავეჯსა და ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 6535 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით არაერთგზის, დიდი ოდენობით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს, 2018 წლის 16 იანვრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა მა--------------მა და გი---------------მა ფანჯრიდან, უკანონოდ შეაღწიეს ქ. გუ-------–ი აღ--–-----–-- ქ. N147-ში მდებარე ნა---–---–--ას საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ავეჯსა და საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 35 150 ლრის, დიდი ოდენობის ზიანი.
მა--------------ის 2018 წლის 28 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, მა--------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, რაც საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდას ¼-ით და მა--------------ს სასჯელის სახით და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
2. 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს, 2018 წლის 16 იანვრის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა მა--------------მა გი---------------თან ერთად სახლის სახურავიდან უკანონოდ შეაღწია გუ------------------ს სოფე-–---------ში მდებარე თა-------–--–---–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ საოჯახო ტექნიკას, ავეჯსა და ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 6535 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს, 2018 წლის 16 იანვრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა მა--------------მა გი---------------თან ერთად, ფანჯრიდან, უკანონოდ შეაღწიეს ქ. გუ-------–ი, აღ--–-----–-- ქ. N147-ში მდებარე ნა---–---–--ას საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ავეჯსა და საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 35 150 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ - მოწმეების ლე-------–-–---–ის, ვი----–-----–-–---–ის, ნა----–-----–------ის, რე------------–---–ის, დაზარალებულ თა-------–--–---–ის, დაზარალებულ ნა---–---–--ას, ნი------–---–---–ის, ბრალდებულ მა--------------ის გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს მა--------------მა და გი---------------მა უკანონოდ შეაღწიეს გუ------------------ს სოფე-–---------ში მდებარე თა-------–--–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ საოჯახო ტექნიკას, ავეჯს და ნივთებს. ასევე 2018 წლის 15 თებერვალს და 23 თებერვალს მა--------------მა და გი---------------მა უკანონოდ შეაღწიეს ქ. გუ-------–ი, დ. აღ--–-----–-- ქ. N147-სი მდებარე ნა---–---–--ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინაარმედეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუეფლნენ სხვადასხვა დასახელების ავეჯს და საოჯახო ნივთებს.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ - დაზარალებულ თა-------–--–---–ის, მოწმეების არ---–---–--–---–ის, რე------------–---–ის, ბრალდებულ მა--------------ის ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა--------------ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ თა-------–--–---–ს მიაყენა 6 535 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ჩადენილი არაერთგზის
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით და ნასამართლობის ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით მა--------------ი ნასამართლევია ქურდობისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამასთან, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
მოცემულ შემთხვევაში, მა--------------ი 16.01.2018 წლის განაჩენით ნასამართლევია ქურდობისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა--------------მა ჩაიდინა ქურდობა, არაერთგზის.
ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ - დაზარალებულ თა-------–--–---–ის, მოწმეების ლე-------–-–---–ის, ვი----–-----–-–---–ის, დაზარალებულ ნა---–---–--ას, ბრალდებულ მა--------------ის გამოკითხვის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა--------------ის მიერ განხორციელებული ქმედება ჩადენილია ბინაში უკანონო შეღწევით.
სასამართლო განმარტავს, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა, თუკი პირი მას ახორციელებს მიუხედავად აკრძალვისა. ანუ ბინაში შეღწევა უკანონოა, როდესაც ამას აკეთებს პირი, რომელსაც აღნიშნულის უფლება არ აქვს. შეღწევა გულისხმობს გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვას, რომ შევიდეს ბინაში, ანუ ადამიანის მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად გამიზნულ შენობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა--------------მა უკანონოდ შეაღწია როგორც თა-------–--–---–ის, ასევე ნა---–---–--ას საცხოვრებელ ბინაში.
ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ - ბრალდებულ მა--------------ის, მოწმეების ლე-------–-–---–ის, ვი----–-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა--------------ის და გი---------------ის მიერ ჩადენილი ქურდობა განხორციელდა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილეობს ორი ან მეტი პირი. ამასთან, ისინი წინასწარ უნდა იყვნენ შეთანხმებულები ქურდობის ჩასადენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობითი დანაშაულის ჩადენა ხდება რამდენიმე პირის მიერ ერთობლივად, ესე იგი თითოეული თანამონაწილე ახორციელებს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელ სხვადასხვა ხასიათისა და ხარისხის ქმედებას სხვა თანამონაწილეებთან ერთად. რაც გულისხმობს საერთო მიზნისა და განზრახვის არსებობას. ბრალდებული ობიექტურად ხელს უნდა უწყობდეს დანაშაულის ჩადენას, უშუალო ამსრულებელთან უნდა ჰქონდეს ერთიანი განზრახვა, საერთო მიზანი და დანაშაულებრივი ქმედების ურთიერთგაცნობიერება.
მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მა--------------ს და გი---------------ს ჰქონდათ როგორც თა-------–--–---–ის ასევე ნა---–---–--ას ქონების დაუფლების სურვილი. მა--------------ი და გი---------------ი წინასწარი შეთანხმებით ერთობლივად და ფარულად დაეუფლნენ თა-------–--–---–ის და ნა---–---–--ას კუთვნილ მოძრავ ნივთებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა--------------ი და გი---------------ი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები ქურდობის ჩასადენად.
ჩადენილი დიდი ოდენობით
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ - დაზარალებულ ნა---–---–--ას, მოწმე რე------------–---–ის, ბრალდებულ მა--------------ის ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა--------------ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ ნა---–---–--ას მიაყენა 35 150 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდი ოდენობის ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც დიდი ოდენობის ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ 42-ე პუნქტის თანახმად, ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, წაყენებულ ბრალდებებში მისი დამნაშავედ ცნობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ბრალდებების დამტკიცება ხდება გონივრულ ეჭვის ფარგლების მიღმა.
2. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. (თა-------–--–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ქურდობის ეპიზოდი)
3. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. (ნა---–---–--ას საცხოვრებელი ბინიდან ქურდობის ეპიზოდი)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების პროცესში გათვალისწინებული იყოს მისი ასაკი, მისი სიმწიფის, ინტელექტუალური და ემოციური განვითარების დონე და შესაძლებლობები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე T v. the United Kingdom, №24724/94; 16/12/1999; §84).
სასამართლო მიუთითებს, რომ მა--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლეობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
1. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
სასამართლო მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესზე არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მა--------------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, ბრალდებული მა--------------ი ცხოვრობს მშობლებთან და მეუღლესთან ერთად. დანაშაულის ჩადენის მომენტში 17 წლის იყო. მან პირველი დანაშაული, რომელიც იყო სექსუალური ძალადობრივი ქმედება, ჩაიდინა თოთხმეტი წლის ასაკში. იგი დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო შეურაცხადი, რის გამოც იგი 1 წლის მანძილზე იმყოფებოდა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. მეორე დანაშაული ქურდობა მა--------------მა ჩაიდინა 2017 წლის 23 სექტემბერს, რის გამოც მა--------------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ამ ფაქტის შემდგომ მა--------------მა კვლავ ჩაიდინა იგივე კატეგორიის დანაშაული. მა----ას მეგობრებს შორის არ არიან დელიქვენტური ქცევის მქონე თანატოლები. თუმცა არის შემთხვევები როდესაც ეპიზოდურად ურთიერთობა აქვს ასეთ პირებთან. მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დათო ქადაგიშვილთან და გი---------------თან, რომლებიც წარსულში მა----ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილენი იყვნენ. ამჟამად მათთან ურთიერთობა არ აქვს. მა----ა ადვილად ხვდება სხვისი ზეგავლენის ქვეშ. მა----ა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხსნის შემდეგნაირად: მას გი---------------მა შესთავაზა სახლის გაქურდვა, რადგან ჰქონდა ფინანსური პრობლემები. მიუხედავად იმისა რომ მა----ას არ ჰქონდა იმ მომენტში ფულის საჭიროება ამ შეთავაზებაზე მან უარი არ თქვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მა--------------ს აქვს სასჯელაღსრულებით მოხვედრის შიში, თუმცა იგი შიშს ასევე მეორე დანაშაულის ჩადენის შემდგომაც გამოხატავდა. აქედან გამომდინარე მა--------------ის ქმედების შემაკავებელ ფაქტორს ვერ წარმოადგენს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვედრის შიში.
მა--------------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, რეკომენდირებულია მა--------------ი ჩაერთოს მომსახურებებში და მიიღოს სპეციალისტთა კონსულტაციები, ფსიქოსოციალური დახმარების და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების როლის გაძლიერება, მა----ას პროფესიული განვითარების დასაქმების, დროის რაციონალური გამოყენების, ზედამხედველობის და მისი ქცევის მართვის სწავლების თვალსაზრსით.
2. სასამართლო მიუთითებს პეკინურ წესებზე, რომლის მიხედვით 18 წლამდე პირს არ უნდა წაერთვას თავისუფლება, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთხელ ჩადენაში და არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე. ამდენად, მა--------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა--------------ი წარსულში ქურდობისათვის არის ნასამართლევი. მის მიერ ახალი დანაშაული ჩადენილია, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოიცავს ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ამიტომ თა-------–--–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ქურდობის ეპიზოდში მა--------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. მა--------------ს ჩადენილი აქვს დანაშაულის მეორე ეპიზოდიც - ნა---–---–--ას საცხოვრებელი ბინიდან ქურდობის ფაქტი, რომლის მიხედვითაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი მოიცავს ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ამიტომ მა--------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
3. არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს, მაგრამ მა--------------ის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში, რომელიც მას დანიშნული ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და რაც, იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მა--------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება ვერ მოხდება და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს რეალური სასჯელი. ამასთან კანონით გათვალისწინებული სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მა--------------ის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ქვედა ზღვარი. დამატებით სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო 17 წლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეთ 1/4-ით.
4. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებით, რომლის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
განსახილველ შემთხვევაში მა--------------ი 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი. მა--------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის პირობებში მოხდა და რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. ამავდროულად, სასამართლო მოიშველიებს ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომლის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება ,,ნაკლებ პერიოდში”. 18 წლამდე პირთა სასჯელის ვადა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერიოდის ხანგრძლივობასთან, რომელიც მიჩნეულია საკმარისად ბავშვის რეინტეგრაციისთვის და მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო როლის შესრულებაში ხელშეწყობისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს მა--------------ი იყო არასრულწლოვანი, სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, ბრალდებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, არ უნდა გამოიყენოს მთლიანი ან ნაწილობრივი შეკრება და მა--------------ის მიმართ ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
აღნიშნულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყვეტილია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს მიღებული განაჩენით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მა----ა მა----ას ძე ყაჭიური ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თა-------–--–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ქურდობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ბრალდებული მა----ა მა----ას ძე ყაჭიური ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“,“ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (ნა---–---–--ას საცხოვრებელი ბინიდან ქურდობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მა--------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით მა--------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. საბოლოოდ, მა--------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებული მა--------------ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 18 მარტის 15:19 საათიდან.
მა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემის გამოყენების შესახებ გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე რომან კუპატაძე