განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002810926
N1/5-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
04.06.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ხა------ ვე-–---ის
ადვოკატ - ნო–-----ნ ქე-–----–--ლის, ლე--–- გა--------–--ლის, რო-–---- ას---–--ლის
თარჯიმან - რა----- მე-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ხა------ ვე-–---ი;
მამის სახელი: ნა----;
დაბადებული: 14.08.2----–--–-;
პირადი ნომერი: 2----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ--------–-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
კვალიფიკაცია: ხა------ ვე-–---ი ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, 17 წლის არასრულწლოვანი - ხა------ ვე-–---ი მართავდა „მერსედეს ბენცის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით D--------) ავტომობილს. ქ. ლაგოდეხიდან სოფელ კა---–ის მიმართულებით მოძრაობისას, სოფელ ბა------ნში, ხა------ ვე-–---მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მის წინ მიმავალ, ის-----– გუ-–--–--ვის კუთვნილ „ბმვ“ მარკის (სახელმწიფო ნომრით G------) ავტომობილს, რის შედეგადაც, ავტომობილმა დაკარგა მართვა და შეეჯახა ბეტონის ბოძს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხა------ ვე-–---ის ავტომობილის მგზავრი - ორ--- ალ--ვი გარდაიცვალა.
ხა------ ვე-–---ს, 2018 წლის 25 დეკემბერს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, 17 წლის არასრულწლოვანი - ხა------ ვე-–---ი მართავდა „მერსედეს ბენცის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით D--------) ავტომობილს. ქ. ლაგოდეხიდან სოფელ კა---–ის მიმართულებით მოძრაობისას, სოფელ ბა------ნში, ხა------ ვე-–---მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მის წინ მიმავალ, ის-----– გუ-–--–--ვის კუთვნილ „ბმვ“ მარკის (სახელმწიფო ნომრით G------) ავტომობილს, რის შედეგადაც, ავტომობილმა დაკარგა მართვა და შეეჯახა ბეტონის ბოძს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხა------ ვე-–---ის ავტომობილის მგზავრი - ორ--- ალ--ვი გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოილუსტრაციით, ორ--- ალ--ვის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - მა-- მო-–-------–--ლის, და---- გე-–-–--ლის, რუ--–-- სო----ვის, სარ--- ნი-----ვის, ელ–-- ნი-----ვის, ელ–-- შა---–--ვის, გი----- ის----–--ვის, ელ--- ბა-------ვის, ელ----- ზი------ვის, გუ----- კუ-------ვის, ის-------– გუ-–--–--ვის, მე--–---- ან-----ვის, ალ---- კვ--------–ის, თე------ ამ-------ვის, ელ--- სუ-–-------ვის, ზა---- ზა--- ოღ-–ის გამოკითხვის ოქმები, კომპლექსური ავტოტექნიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - სა------ ალ--ვის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ხა------ ვე-–---მა რომელიც მართავდა ავტომობილს „მერსედეს ბენცის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით D--------, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მის წინ მიმავალ, ის-----– გუ-–--–--ვის კუთვნილ „ბმვ“ მარკის (სახელმწიფო ნომრით G------) ავტომობილს, რის შედეგადაც, ავტომობილმა დაკარგა მართვა და შეეჯახა ბეტონის ბოძს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხა------ ვე-–---ის ავტომობილის მგზავრი - ორ--- ალ--ვი გარდაიცვალა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.
ხა------ ვე-–---ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხა------ ვე-–---მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები - მოძრაობდა რა, გადაჭარბებული სიჩქარით ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მის წინ მიმავალ, ის-----– გუ-–--–--ვის კუთვნილ „ბმვ“ მარკის (სახელმწიფო ნომრით G------) ავტომობილს, რის შედეგადაც, ავტომობილმა დაკარგა მართვა და შეეჯახა ბეტონის ბოძს.
რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოილუსტრაციით, ორ--- ალ--ვის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - მა-- მო-–-------–--ლის, და---- გე-–-–--ლის, რუ--–-- სო----ვის, სარ--- ნი-----ვის, ელ–-- ნი-----ვის, ელ–-- შა---–--ვის, გი----- ის----–--ვის, ელ--- ბა-------ვის, ელ----- ზი------ვის, გუ----- კუ-------ვის, ის-------– გულალალ--ვის, მე--–---- ან-----ვის, ალ---- კვ--------–ის, თე------ ამ-------ვის, ელ--- სუ-–-------ვის, ზა---- ზა--- ოღ-–ის გამოკითხვის ოქმები, კომპლექსური ავტოტექნიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - სა------ ალ--ვის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება რომ ხა------ ვე-–---ის ქმედებას შედეგად მოჰყვა ორ--- ალ--ვის სიცოცხლის მოსპობა.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ხა------ ვე-–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ხა------ ვე-–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული ხა------ ვე-–---ი იყო არასრულწლოვანი.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ბრალდებული ხა------ ვე-–---ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 1-ლი მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად - ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
ხა------ ვე-–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. ბრალდებული ხა------ ვე-–---ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, 17 წლის. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად - 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამრიგად ხა------ ვე-–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით და არასრულწლოვნის საუკეთესო ინერესების გათვალისწინებით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად - თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებემოსოლია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაეთვალოს.
ხა------ ვე-–---ი არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულისათვის. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხა------ ვე-–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის დანაწესი და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთიერი მტკიცებულება - ა). ხა------ ვე-–---ის სისხლის ნიმუში 05 გრამი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ბ). ორ--- ალ--ვის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გ). ხა------ ვე-–---ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
დ). ავტომობილი „მერსედეს ბენცის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით D--------), რომელიც ინახერბა საჯარიმო ტერმინალში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ხა------ ვე-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3, 14-ე და 40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესები) მე-11 მუხლით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხა------ ვე-–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.
მასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლით.
2. ხა------ ვე-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ ხა------ ვე-–---ის მიმართ კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
4. ნივთიერი მტკიცებულება -
ა). ხა------ ვე-–---ის სისხლის ნიმუში 05 გრამი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ბ). ორ--- ალ--ვის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გ). ხა------ ვე-–---ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
დ). ავტომობილი „მერსედეს ბენცის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით D--------), რომელიც ინახერბა საჯარიმო ტერმინალში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე