განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
010100118002603311
დავის ტიპი
19 - 177 3 ბ , 19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ , 177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002603311

საქმე №1-775/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----–----–---------ს

ბრალდებულების - გ------- ნ-----–-----ის, ლ-–- ც--–--ის

ადვოკატების _ გ---–--------------------–-----------ის

გ------- ნ-----–-----ის კანონიერი წარმომადგენლის - თამარ ნ-----–-----ის

 

მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171230718003 საქმე,1. ბრალდებულ გ------- ნ-----–-----ის მიმართ

მამის სახელი: გ--–-

დაბადებული: 09.10.2--- წელს

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თ---–---------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-----------------–-----------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ;

 

2. ბრალდებულ ლ-–- ც--–--ის მიმართ

მამის სახელი: ნ-------

დაბადებული: 30.09.2--- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: მქონე

განათლება: ტ----------

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თ---–---------------–--------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, არასრულწლოვნებმა - გ------- ნ-----–-----მა და ქურდობისთვის ნასამართლევმა ლ-–- ც--–--მა, გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ არასრულწლოვანთან და 21 წლის ასაკს მიუღწეველ სრულწლოვან პირთან ერთად წინასწარი შეუთანხმებით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ჯგუფურად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ------- ნ-----–-----ის სახრახნისის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს ქ. ბათუმში, წ-------–-------------ში მდებარე მ-----------–--ის სილამაზის სალონში, საიდანაც დაეუფლნენ 140 ლარს და ამავე მისამართზე მდებარე გ--------–----ის ტანსაცმელების მაღაზიაში, საიდანაც დაეუფლნენ 340 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

2. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, არასრულწლოვნები - გ------- ნ-----–-----ი, ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-–- ც--–--ი და გამოძიებით დადგენილი კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ასევე 21 წლის ასაკს მიუღწეველი სრულწლოვანი პირი, წინასწარ შეუთანხმებით ჯგუფურად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ------- ნ-----–-----ის სახრახნისის გამოყენებით ცდილობდნენ უკანონოდ შეეღწიათ ქ. ბათუმში, წ-------–-------------ში მდებარე მ-----–---------ის კუთვნილ სამკერვალოში, რათა დაუფლებოდნენ იქ არსებულ ქონებას, რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს.

 

3. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, არასრულწლოვნებმა - გ------- ნ-----–-----მა, ქურდობისათვის ნასამართლევმა ლ-–- ც--–--მა და გამოძიებით დადგენილმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ასევე 21 წლის ასაკს მიუღწეველმა სრულწლოვანმა პირმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ------- ნ-----–-----ის სახრახნისის გამოყენებით უკანონოდ შეაღწიეს ქ. ბათუმში, ი-----–---–-------------ში მდებარე ა-–--------------–---–ის თეთრეულების მაღაზიაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ 11 170 ლარს, 30 ევროს, 3 დოლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. ბრალდებულებმა - ლ-–- ც--–--მა და გ------- ნ-----–-----მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნეს დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმნენ საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ნ-----–-----ის და ლ-–- ც--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:

 

7. დაზარალებულების: ა-–--------------–---–ის, მ-----–---------ის, გ--------–----ის, მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - ა------------------------–--------------------------–----------------------------–-----–-----------------------------------------------–--ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ფოტოცხილები; ფულადი თანხების ამოღების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები - ბ--–-----------გან ამოღებული ფულადი თანხა 355 ლარი; ზურაბ გეგუჩიასგან ამოღებული ფულადი თანხა 100 ლარი; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 3,45 ლარი; ლ-----–----------სგან ამოღებული ფულადი თანხა 485 ლარი; გ------- ნ-----–-----ის, ლ-–- ც--–--ის, ლ-----–----------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; ლ-–- ც--–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განაჩენი;

 

8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- ნ-----–-----ის და ლ-–- ც--–--ის ბრალდების დადასტურება.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომლებიც მხარეთა შეთანხმების და მათი უდავოდ ცნობის შედეგად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- ნ-----–-----ის და ლ-–- ც--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, გ------- ნ-----–-----ის შემთხვევაში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით, 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით, ხოლო ლ-–- ც--–--ის შემთხვევაში -საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ-ით, 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ-ით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

21. გ------- ნ-----–-----სა და ლ-–- ც--–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

22. გ------- ნ-----–-----ისა და ლ-–- ც--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მათი არასრულწლოვნობა, დანაშაულის აღიარება, მონანიება.

 

23. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.

 

24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

25. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

26. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

27. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

28. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

29. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გ------- ნ-----–-----ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, ბრალდებული ირიცხება ქ. ბათუმის N11 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, მისი ასაკი არ შეესაბამება სასწავლო საფეხურს. ბოლო წლებში დაკარგა ინტერესი სწავლისადმი, დაუმეგობრდა ანტისოციალური ქცევის მოზარდებს, აცდენდა გაკვეთილებს,სკოლაში მის მიმართ ფიქსირდება დისციპლინური სანქციებიც. არასრულწლოვანი აცნობიერებს მისი ქმედების სამართლებრივ შედეგებს, თვლის, რომ დანაშაულის ჩადენის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა თავადაც, გამოთქვამს მზაობას პასუხი აგოს ჩადენილის გამო. ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც მოზარდს უყვარს, პატივს სცემს, მაგრამ უჭირს მისი დარიგებების გათვალისწინება. რეკომენდირებულია მისი ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომლებიც მიმართული იქნება დანაშაულის გაცნობიერებაზე, რაც საშუალებას მისცემს კომპლექსურად შეხედოს დანაშაულებრივ ქმედებას და გაიაზროს იგი სხვადასხვა პერსპექტივიდან. მოზარდი საჭიროებს მხარდაჭერას და მოტივაციის გაზრდას განათლების მიღების კუთხით, ასევე ხელშეწყობას ჩაერთოს ასაკის შესაბამის აქტივობებში.

 

30. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ლ-–- ც--–--ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, ბრალდებულს ნაწილობრივ აქვს გააზრებული ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ასევე მორალური ხასიათი. დანაშაულის ჩადენამდე არ უფიქრია შესაძლო შედეგებზე, არც ერთხელ წარმოუდგენია თავი მისი ქმედებით დაზარალებულის ადგილას. თამაშობდა აზარტულ თამაშებს კაზინოში, რეგულარულად მოიხმარს თამბაქოს, ასევე მოხმარებული აქვს რამდენჯერმე "მარიხუანაც". ოჯახის მისთვის წარმოადგენს მხარდამჭერს, მშობლები ეწინააღმდეგებიან შვილის ანტისოციალურ ქმედებებს და გამოთქვამენ სინანულს. მათი განმარტებით, ლ-–- დაუმეგობრდა ანტისოციალური ქცევის ახალგაზრდებს, ჰქონდა ბევრი დრო, რომლის დიდ ნაწილს ატარებდა მათთან ქუჩაში ან სახლში კომპიუტერთან. ჰქონდათ მისი დასაქმების მცდელობა, მაგრამ დანაშაულის განმეორებით ჩადენის გამო, ლ-–- მოხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში. მშობლები თვლიან, რომ სასჯელებს შორის საპატიმრო სასჯელიც რელევანტული იქნება მათი შვილისთვის. რეკომენდირებულია მისი ჩართვა პროსოციალურ აქტივობებში, ცხოვრებისეული ფასეულობების შესახებ მსჯელობის წახალისება, ფსიქოლოგის კონსულტაცია.

 

31. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

 

32. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

33. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

34. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით, განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

35. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით, განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

36. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ნ-----–-----ს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით, 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდის ჩადენისთვის უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მინიმალური ვადებით, რაც უნდა შემცირდეს მისი არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.

 

37. ლ-–- ც--–--ს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ-ით, 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ-ით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელი - მინიმალური ვადით, რაც უნდა შემცირდეს, მისი არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს სასჯელის შთანთქმის წესის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

38. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ქ. ბათუმში, წ-------–-------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, ქ. ბათუმში, წ-------–-------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნერწყვის ნიმუშები - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- ბ--–-----------გან ამოღებული ფულადი თანხა 355 ლარი, რომელიც დალუქული ინახება პოლიციის მე-3 განყოფილებაში; ზურაბ გეგუჩიასგან ამოღებული ფულადი თანხა 100 ლარი; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 3,45 ლარი; ლ-----–----------სგან ამოღებული ფულადი თანხა 485 ლარი, რაც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, მისამართზე ქ. ბათუმი, ტ---–-------------------- - უნდა დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ვიდეოთვალის ჩაწერილი ლაზერულ დისკებზე, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს- უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ------- გ--–-ს ძე ნ-----–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით, 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, გ------- ნ-----–-----ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------- ნ-----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

კონტროლი მსჯავრდებულ გ------- ნ-----–-----ის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

2. ბრალდებული ლ-–- ნ-------ის ძე ც--–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ლ-–- ც--–--ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით ლ-–- ც--–--ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქას ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–- ც--–--ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ-–- ც--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ლ-–- ც--–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 26 მარტიდან.

 

ნივთმტკიცებები - ქ. ბათუმში, წ-------–-------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, ქ. ბათუმში, წ-------–-------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ბ--–-----------გან ამოღებული ფულადი თანხა 355 ლარი, რომელიც დალუქული ინახება პოლიციის მე-3 განყოფილებაში; ზურაბ გეგუჩიასგან ამოღებული ფულადი თანხა 100 ლარი; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 3,45 ლარი; ლ-----–----------სგან ამოღებული ფულადი თანხა 485 ლარი, რაც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, მისამართზე ქ. ბათუმი, ტ---–-------------------- - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ვიდეოთვალის ჩაწერილი ლაზერულ დისკებზე, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს- დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი