განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
010100118002603308
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002603308

საქმე №1-774/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----–----–---------ს

ბრალდებულის - ზ------ მ----–--ის

ადვოკატის _ ბ------------ის

კანონიერი წარმომადგენლის - გ---- მ----–--ის

 

მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171230818012 საქმე,ბრალდებულ ზ------ მ----–--ის მიმართ

მამის სახელი: გ----

დაბადებული: 17.08.2--- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: არასრული ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ---------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-----------------------–--–-----------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქ/პ - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პ - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ - თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. ბათუმში, კ--------------------ში გაჩერებული თ---------------ის მანქანიდან, არასრულწლოვანი ზ------ მ----–--ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ---------------ის კუთვნილ ფულად თანხას - 300 დოლარს, 700 ლარს და სუნამოს. ასევე, „ს--------“ კუთვნილ ჩიპების პროგრამატორს, ღირებულს 2500 ევროდ, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

2. მანვე, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, 2018 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბ------–---------–-------–-------------ში მდებარე ჯ--------–-–--–--ის მაღაზიაში და ცდილობდა სხვადასხვა ნივთების დაუფლებას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. 2018 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, 6 მაისის პარკში ყოფნისას, ზ------ მ----–--ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ--------–-----ის კუთვნილი ”Samsung Galaxy J7”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. მანვე, 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, ფარულად უკანონოდ შეაღწია ქ. ბ------–------–---–---–-------------ში მდებარე დ---------------ის მეორადი ტექნიკის მაღაზია „მეგაკომპში“, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 13 370 ლარს და 202 აშშ დოლარს, ასევე ორ ცალ „აიფონს 6ს“ მოდელის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ზ------ მ----–--ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ მ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

- დაზარალებულების თ---------------ის, დ---------------ის, დ--------–-----ის, ჯ--------–-–--–--ის ჩვენებები, მოწმეების: რ-------–-------------------–-----------------------------–------–--------------------–-----------------------------------------–--–-------------------–-----------------------------------------------------------------------–------------------–---–-----------------------------–--------------–------------------------------------------–--ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, 2018 წლის 27 ივლისს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ზ------ მ----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმები, გიორგი ხმელიძის პირადი ჩხრეკის ოქმი, თ-----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 27 ივლისს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული გ--------------–-----ის პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, უ----------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი, მობილური ტელეფონის ყუთის დათვალიერების ოქმი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ------ მ----–--ის ბრალდების დადასტურება.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია ზ------ მ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქ/პუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

21.ზ------ მ----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

22. ზ------ მ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი არასრულწლოვნობა, დანაშაულის აღიარება, მონანიება.

 

23. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.

 

24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

25. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

26. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

27. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

28. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

29. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ზ------ მ----–--ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, ბრალდებული ირიცხება ქ. ბათუმის N11 საჯარო სკოლის მე-7 კლასში, მისი ასაკი არ შეესაბამება სასწავლო საფეხურს. არასრულწლოვანი ძირითადად ბებიის მეთვალყურეობის ქვეშაა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მისი ქცევის მართვას, მოზარდი არ გამოხატავს სწავლისადმი ინტერესს, დროის ძირითად ნაწილს ატარებს ქუჩაში. რისკის შემცველია სოციალური გარმო, მისი სამეგობრო წრე. ბრალდებულის გვერდით არ არის პროსოციალური ქცევის მქონე პიროვნება, რომელიც იქნება ავტორიტეტი და დადებით გავლენას მოახდენს არასრულწლოვნის ქცევისა და ღირებულებების ფორმირებაზე. რეკომენდირებულია მისი ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, რომლებიც მიმართული იქნება დანაშაულის გაცნობიერებაზე, რაც საშუალებას მისცემს კომპლექსურად შეხედოს დანაშაულებრივ ქმედებას და გაიაზროს იგი სხვადასხვა პერსპექტივიდან. მოზარდი საჭიროებს მხარდაჭერას და მოტივაციის გაზრდას განათლების მიღების კუთხით, ასევე ხელშეწყობას ჩაერთოს ასაკის შესაბამის აქტივობებში.

 

30. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

 

31. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

32. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი - კი მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ასევე მძიმე კატეგორიის დანაშაულებია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

33. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, ითვალისწინებს ასევე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის თანახმად, არასრუწლოვანს აქვს გარკვეული მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისკენ, კვლავ არსებობს რისკები მისი არასათანადო ქცევისა და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ზ------ მ----–--ეს დანაშაულის თითოეული ეპიზოდის ჩადენისთვის უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მინიმალური ვადებით, რაც უნდა შემცირდეს მისი არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

34. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ფულადი თანხა 300 დოლარი, 700 ლარი, სუნამო და ს-------- ჩიპები პროგრამატორზე, ზ------ მ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი საფულე შიგ არსებული 850 ლარით, მეორე საფულე შიგ არსებული 2555 ლარით და 101 აშშ დოლარით, სამი წყვილი წინდა, ერთი ცალი მაისური, მობილური ტელეფონი ენერგიის ბანკი, „აიფონის“ ტელეფონის სამუხტი, ანდროიდის კაბელი, ზ------ მ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საათი და ხურდა ფული, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- ავტომანქანიდან აღებული ხელის კვლები, ზ------ მ----–--ის ნერწყვისა და ხელის ნიმუშები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- ორი ცალი ლაზერული დისკი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: ზ------ გ----ს ძე მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ზ------ მ----–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ------ მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცებები - ფულადი თანხა 300 დოლარი, 700 ლარი, სუნამო და ს-------- ჩიპები პროგრამატორზე, ზ------ მ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი საფულე შიგ არსებული 850 ლარით, მეორე საფულე შიგ არსებული 2555 ლარით და 101 აშშ დოლარით, სამი წყვილი წინდა, ერთი ცალი მაისური, მობილური ტელეფონი ენერგიის ბანკი, „აიფონის“ ტელეფონის სამუხტი, ანდროიდის კაბელი, ზ------ მ----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საათი და ხურდა ფული, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ავტომანქანიდან აღებული ხელის კვლები, ზ------ მ----–--ის ნერწყვისა და ხელის ნიმუშები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ორი ცალი ლაზერული დისკი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი