განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100120003525543
№1/73-20
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
15 აპრილი 2020 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი - მ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლ--–-------–-–---–ი
ბრალდებული: ა-–-----------–---–-----ი
მამის სახელი: დ------
დაბადებული: 2----–-–-----------ს
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ--------------–-----------------–---------------------------------
მცხოვრები: ქ--------------–-----------------–---------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილი - მარიხუანოს უკანონო მოხმარება.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ა-–-----------–---–-----მა, გამოძიებოთ დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 16 სექტემბრამდე ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკული საშუალება - 31,42 გრამი ნედლი მარიხუანა, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 16 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შეტყობინება N-------, მოწმების: გ------------–---–ის, გ----------------–---–ის, გ---------------–---–ის, ზ----------------ის, ა-–-----------–---–-----ის და დ------------–---–ის გამოკითხვის ქომები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით, ა-–-----------–---–-----ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოქმების ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით და ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, განრიდებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–-----------–---–-----მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების „მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ ა-–-----------–---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, იგი სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილს.
5. ა-–-----------–---–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა-–-----------–---–-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „რასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით“.
9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად „მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა“.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 76-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
10. ბრალდებული ა-–-----------–---–-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
11. ა-–-----------–---–-----ს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 76-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები სასჯელი საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა 40 ( ორმოცი) საათი.
12. ა-–-----------–---–-----ს ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
13. ნივთიერი მტკიცებულება: 31,22 გრამი ნედლი „მარიხუანა“, რაც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური