განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
010100119003103296
დავის ტიპი
126 (1) 1 , 177 2 ა , 151
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003103296

საქმე №1-614/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ პ------–-–--–--ის

ბრალდებულის - თ------ შ----–--ის

ადვოკატის _ დ----- გ------ის

კანონიერი წარმომადგენლის - ს-----–--- შ----–--ის

 

მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172160619003 საქმე:

 

ბრალდებულ თ------ შ----–--ის მიმართ;

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 27.1-.2--- წელი

პირადინომერი: 6----------

მოქალაქეობა: რუსეთის ფედერაციის

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: რ------------------–----------------–---

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქობულეთი, რ---------–-------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი;

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

საქართველოს სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2018 წლის 13 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. ქობულეთში, ა----–-----–------------------ში მდებარე ლ---- დ-------ის მაღაზიიდან, თ------ შ----–--ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ---- დ-------ის კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. 2019 წლის 16 ივნისს, დღის საათებში, ქ. ქობულეთში, რ---------–--------------ში მდებარე საცხობრებელ სახლში, თ------ შ----–--ემ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მამიდაშვილს ქ--------- გ--------ეს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ესროლა დანა, რომელიც ქ--------- გ--------ეს მოხვდა წელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა გაიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2019 წლის 16 ივნისს, დღის საათებში, ქ. ქობულეთში, რ---------–--------------ში მდებარე საცხობრებელ სახლში, თ------ შ----–--ემ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, მამიდაშვილს ქ--------- გ--------ეს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ქ--------- გ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა :

 

4. ბრალდებულმა თ------ შ----–--ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ შ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:

 

7. დაზარალებულების - მ---- დ-------ის და ქ--------- გ--------ის ჩვენებები, მოწმეების - ლ---- დ-------ის, მ--------------ის, დ--------------–--ს, დ----- დ-------ის, ნ-----–----------–--ის, ჯ------- გ--------ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები; მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპექრტიზის N882/ს დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის „სამსუნგის“ საბაზრო ღირებულება, მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით - შეადგენს 200 (ორას) ლარს; N1559438 შეტყობინება დანაშაულის შესახებ; 2019 წლის 20 ივნისით დათარიღებული N019769 შემაკავებელი ორდერი; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის Nც.ი./228 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ორი დანა - დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხლეტავ-მჭრელი და მიეკუთვება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ------ შ----–--ის ბრალდებების დადასტურება.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

20. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, დაზარალებული ქ--------- გ--------ე ბრალდებული თ------ შ----–--ის მამიდაშვილია, ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის - თ------ შ----–--ის მიერ, მეორე წევრის - ქ--------- გ--------ის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა თ------ შ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ქურდობის ეპიზოდშიც.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სამართლებრივი შეფასება:

22. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომლებიც მხარეთა შეთანხმების და მათი უდავოდ ცნობის შედეგად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა თ------ შ----–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

23. თ------ შ----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

24. თ------ შ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი არასრულწლოვნება, დანაშაულის აღიარება, მონანიება, დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება, შერიგება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.

 

25. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.

 

26. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

27. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

28. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

29. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

30. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

31. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის თ------ შ----–--ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით :

 

ბრალდებული საუბრობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის და დაზარალებულად ცნობილი მამიდაშვილის მიმართ, რომელთანაც დღემდე უჭირს კომუნიკაცია, რცხვენია თავისი საქციელის და ერთიდება მასთან ურთიერთობის. მომხდარ შემთხვევას უწოდებს დაუფიქრებელ და იმპულსურ ქმედებას, რომელსაც არ აქვს გამართლება. დაზარალებული და ბრალდებული კვლავ ერთად ცხოვრობენ, მათ ურთიერთობებში რაიმე სირთულე არ იკვეთება, თუმცა არასრულწლოვანს საკუთარი საქციელის გამო ერიდება მამიდაშვილის, გამოკვეთილია სირცხვილის და სინანულის განცდა. ბრალდებული არ არის დაკავებული აზარტული თამაშებით, არ მონაწილეობს სახიფათო აქტივობებში, არ ეტანება ალკოჰოლს, ზოგადად არ ახასიათებს იმპულსური და აგრესიული ქცევა. სკოლის პერსონალი ახასიათებს, როგორც კარგი გონებრივი შესაძლებლობების მოსწავლეს, თუმცა არასაპატიო გაცდენები გავლენას ახდენს მის აკადემიურ მოწრებაზე. თ------ზე უარყოფით გავლენას ახდენენ ანტისოციალური ქცევის მქონე მოზარდები, რომლებთანაც დროის გარკვეულ პერიოდს ატარებს ქუჩაში. მოზარდი, რომელიც იზრდება მამიდებთან, საჭიროებს მშობლების სათანადო მხარდაჭერას და გაძლიერებას. საჭიროა ასევე მოტივაციის გაზრდა ჩაერთოს ასაკის შესაბამის აქტივობებში.

 

32. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

 

33. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

34. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

 

35. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთის მხრივ, ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, ითვალისწინებს ასევე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თ------ შ----–--ეს, რომელიც სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულების გამო, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით წარადგინა ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი - სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გამო, უნდა განესაზღვროს სანქციის ზღვარზე ნაკლები სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც დანაშაულის მომენტში 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანასაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - 2019 წლის 17 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი დანა, რაც იახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული თ------ გ-------ს ძე შ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, თ------ შ----–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

თ------ შ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ჯ------- გ--------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცება - 2019 წლის 17 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი დანა, რაც იახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი