განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002488193
საქმეN1-523/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08.05.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ად--–----–-------ვა
1. ბრალდებული: ვა----------ე
მამის სახელი: გი-----ი
დაბადებული: 25.05.2000 წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არ-------–----–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: კასპის რაიონი სოფელი მე-----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
ბრალდებულის ადვოკატი - გვ--–------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171240518013
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქალაქ ბათუმში, ივ. ჯა----–---–ის ქუჩა N---ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოში ყოფნისას ვა----------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ირ----–-------ას კუთვნილ ზურგჩანთას მასში არსებულ - ,,A------’’-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ,,s-------’’-ის პლასტიკურ ბარათს, ფულად თანხას - 10 თურქულ ლირას, 260 ლარისა და 13 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.4. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №4----, 21.06.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,A---------------------- საბაზრო ღირებულება ფიზიკური მდგომარეობის (ახალი) გათვალისწინებით, შეადგენს 199 (ასოთხმოცდაცხრამეტ) ლარს.
2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ირ----–-------ას, ჯუ---------------------–-----------------–------------ის, ვა----------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ზურგჩანთა, ფულადი თანხა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, ამოცნობის ოქმი, ვა----------ის მიერ წარმოდგენილი ,,A------’’-ის მოდელის მობილური ტელეფონი, ტანისამოსი და ,,s-------’’-ის პლასტიკურ ბარათი და საქმეში არსებული სხვა მტიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა----------ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32);
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.
3.4. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; იგი ორ ობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
დადასტურებულია, რომ ვა----------ის განზრახვას წარმოადგენდა სხვისი საკუთრების დაუფლება; მისი ქმედება აღქმადი იყო უშუალოდ მესაკუთრისთვის, ამასთან, ბრალდებული აცნობიერებდა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს.
3.6. ზიანი მნიშვნელოვანია, თუ ის სცდება 150 ლარს 10 000 ლარამდე; მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებით დადგენილია, რომ ვა----------ე აშკარად დაეუფლა ირ----–-------ას კუთვნილ ზურგჩანთას მასში მოთავსებული ნივთებით და ფულადი თანხით, კერძოდ, ,,A------’’-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ,,s-------’’-ის პლასტიკურ ბარათს, ფულად თანხას - 10 თურქული ლირის, 260 ლარისა და 13 აშშ დოლარის ოდენობით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №4---- კი, ,,A---------------------- საბაზრო ღირებულება ფიზიკური მდგომარეობის (ახალი) გათვალისწინებით, შეადგენს 199 (ასოთხმოცდაცხრამეტ) ლარს.
3.7. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა----------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 24 მაისს, ქალაქ ბათუმში, ივ. ჯა----–---–ის ქუჩა N---ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოში ყოფნისას აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ირ----–-------ას კუთვნილი ზურგჩანთის - მასში არსებული ნივთებით და ფულადი თანხის დაუფლებით, - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს (არის 19 წლის); ასევე სასჯელის ზომის და სახის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ვა----------ის მიმართ პიროვნული მახასიათებლების, მისი ასაკის, გამოძიებასთან თანამშრომლობის მხედველობაში მიღებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სასჯელის ნაწილი უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვა----------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს;
სასჯელის განსაზღვრისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რადგან ვა----------ე დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო არასრულწლოვანი;
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე, რომ ვა----------ე გასამართლებულია 2018 წლის 03 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თარიღი: 2018 წლის 03.02; 2018 წლის 22.02; 2018 წლის 31.07) და საბოლოოს სასჯელის ასხედ დაზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით , საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად და ვა----------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ვა----------ისგან ამოღებული სპორტული ზედატანი, მაისური და კეპი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და ვა----------ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ვა----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ზურგჩანთა, 60 ლარი, 13 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონი, სიმბარათი, სბერბანკის პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება ირ----–-------ასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 31 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 73-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ვა----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 03 (სამი) წლისა ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბრალდებულ ვა----------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა -03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ვა----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ვა----------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 08 მაისამდე პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 08 მაისიდან;
ვა----------ეს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ ყოფაქცევაზე კონტროლის განსახორციელებლად 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - ვა----------ისგან ამოღებული სპორტული ზედატანი, მაისური და კეპი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და ვა----------ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ვა----------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ზურგჩანთა, 60 ლარი, 13 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონი, სიმბარათი, პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება ირ----–-------ასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 31 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციური დაწესებულებას, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე