განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N01-1-011900311-393
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
პროკურორი - ად--–----–---------
ბრალდებული - ლა–----–----ო
ადვოკატი - გვ--–------------ძე
კანონიერი წარმომადგენელი - ნა----–-----–----ო
დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ლა–----–----ო
მამის სახელი: მალხაზი
დაბადებული: 0-.1-.2--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქუ-----ი, კ----ს ქ. N3, ბინა N8
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, შე---------–--–---–ის ქ. N16-ში მდებარე სასტუმრო ,,მ------’’-ს მიმდებარედ, ზღვისპირა პლაჟზე, არასრულწლოვანი ლა–----–----ო ჯერჯერობით გამოძიებისათვის დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით აშკარად დაეუფლა გა-–---------–ის ხელჩანთას, სადაც ეს უკანასკნელი ინახავდა 2670 ლარს და პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულმა მიიღო მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება:
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარდა ლა–----–----ოს გამოკითხვის ოქმისა და მის დაკითხვასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გარდა ყველა მტკიცებულება უდავოა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. ბრალდებულმა ლა–----–----ომ დაადასტურა, რომ 2019 წლის 29 ივნისს, ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–ის ქ. N16-ში მდებარე სასტუმრო ,,მ------’’-ს გადაღმა ზღვისპირა პლიაჟზე დაეუფლა გა-–---------–ის ხელჩანთას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია დაზარალებულ გა-–---------–-ის გამოკითხვის ოქმითაც, რომელმაც გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ იყო ორი პიროვნება, ერთ-ერთი ლა–----–----ო.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
4. დაზარალებულ გა-–---------–-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მას ლა–----–----ოსათვის ხელჩანთის წაღების უფლება არ მიუცია.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გა-–---------–-ის კუთვნილი ხელჩანთა, მასში არსებული თანხით და ნივთებით, ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე. ბრალდებულს შეეძლო გა-–---------–-ის კუთვნილი ხელჩანთის, (მასში არსებული თანხისა და პირადი ნივთების) როგორც საკუთარის ისე განკარგვა.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ლა–----–----ო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გა-–---------–-ის კუთვნილ ხელჩანთას, (მასში არსებულ თანხასა და პირად ნივთებს).
ქმედება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
9. გა-–---------–-მა განაცხადა, რომ მას მიადგა 2670 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1-. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ლა–----–----ოს ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ:
11. დაზარალებულ გა-–---------–-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–ის ქ. N16-ში მდებარე სასტუმრო ,,მ------’’-ს გადაღმა, ზღვისპირა პლიაჟზე, ლა–----–----ო გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით აშკარად დაეუფლა მის ხელჩანთას, მასში არსებულ ფულად თანხას და პირად ნივთებს.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს ქმედება პირთა ჯგუფის მიერაა ჩადენილი თუ არა, საჭიროა ქმედების ჩადენაში მონაწილეობდეს ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმებულად.
13. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ ლა–----–----ო და გამოძიებით დაუდგენელი პირი წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად და მოქმედებდნენ ერთად.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, უდავო, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ლა–----–----ო, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–ის ქ. N16-ში მდებარე სასტუმრო ,,მ------’’-ს გადაღმა ზღვისპირა პლიაჟზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა გა-–---------–-ის ხელჩანთას, მასში არსებულ ფულად თანხას და პირად ნივთებს.
სამართლებრივი შეფასება:
15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლა–----–----ომ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული - ძარცვა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
16. ლა–----–----ოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
17. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
19. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
20. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
23. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ამ ნორმის ანალიზით ნათელია, რომ სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ლა–----–----ოს მიმართ იქნება კანონსაწინააღმდეგო.
24. ამავე კანონის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ლა–----–----ოს კანონით გათვალისწინებულზე, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პირობითად ჩათვლილი უნდა დაენიშნოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლა–----–----ო ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულ 04 (ოთხი) წელ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლა–----–----ოს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ერთი ცალი ლაზერული დისკი, რაც ერთვის საქმეს, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუ-----ი, ნიუპორტის ქ. N32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი