განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003245017
საქმე №1-1052/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა--------------ს
ბრალდებულის - ლ---- გ---------–---ს
ადვოკატის - დ-------------ის
კანონიერი წარმომადგენლის - ი----- გ---------–---ს
თარჯიმნის - ზ------------------ის
მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171020919010 საქმე,ბრალდებულ ლ---- გ---------–---ს მიმართ
მამის სახელი: ე-–-------
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: მ---–---–-
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ----------------------–---–----------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 02 სექტემბერს, ქ. ბათუმი, ზ----------------------------ში მდებარე მაღაზია „ე-–---------–-“, არასრულწლოვანი ლ---- გ---------–--- ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა 37 ლარის ღირებულების მაისურს, თუმცა დაცვის თანამშრომლის თ-------ე მ----–--ის მიერ იქნა შეჩერებული.
მტკიცებულებათა ერთობლიობა :
2. ბრალდებულმა ლ---- გ---------–---მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- გ---------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულის - შპს „ე-–---------ის“ წარმომადგენლის თ-------ე მ----–--ის ჩვენება, მოწმე ჯ-----–--–--ის ჩვენება, 2019 წლის 2 სექტემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული ამოღების ოქმი, რომლითაც მოწმე თ-------ე მ----–--ისგან ამოღებული იქნა მის მიერ, ქურდობის მცდელობის ფაქტზე შეჩერებული არასრულწლოვანი ლ---- გ---------–---სთვის ჩამორთმეული, მაღაზია „ე-–---------ის“ კუთვნილი მაისური.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ---- გ---------–---ს ბრალდებების დადასტურება.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
18. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომლებიც მხარეთა შეთანხმების და მათი უდავოდ ცნობის შედეგად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და გათვალისწინებული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ---- გ---------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :
19. ლ---- გ---------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
20. ლ---- გ---------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება, ასევე მისი არასრულწლოვანობა.
21. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.
22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
23. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
24. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
25. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
26. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
27. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ლ---- გ---------–---ს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანი იაზრებს საკუთარი ქმედების სამართლებრივ შედეგებს, თვლის, რომ დაზარალებულს მიაყენა ზიანი. მისი სურვილია დაეუფლოს პროფესიას - მზარეულობას ან პროგრამისტობას. არასრუწლოვანს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მეგობრების, ნათესავების, ახლობლების და ოჯახის სახით. მისი ოჯახისთვის ფასეულია განათლება. სასარგებლო ინტერესების არსებობა, ქმედების გააზრება და დაზარალებულის მიმართ ემპათიური განწყობა არასრულწლოვანს აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს სასიკეთო ცვლილებები როგორც ინდივიდუალური მიმართულების, ისე საზოგადოებრივი კუთხით. მნიშვნელოვანია მასთან განხორციელდეს მუშაობა დანაშაულის სრულად გაცნობიერების მიმართულებით, რათა მოხდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების გააზრება ღირებულებების დონეზე, ასევე აკადემიური დახმარება და ინდივიდუალური მუშაობა არასრუწლოვანთან და მის ოჯახთან, რათა მოხდეს ასაკის შესაბამისი აქტივობებით მისი დატვირთვა, ამასთან, გაიაზროს დელიქვენტური ქცევის მქონე ადამიანებთან მეგობრობის საფრთხეები.
28. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
29. სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთის მხრივ, ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მთავარ მიმართულებას, რომ მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს, ითვალისწინებს ასევე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლ---- გ---------–---ს მიმართ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელებიდან ჯარიმის გამოყენება დამოუკიდებელი შემოსვალის არმქონე არასრულწლოვნის მიმართ მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია, შინაპატიმრობამ შესაძლოა გარკვეულწილად ხელი შეუშალოს სკოლის მ---–---–- მსჯავრებულის სწავლის პროცესს. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- გ---------–---ს უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მინიმლური 1 წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვის თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
31. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - მაღაზია „ე-–---------ის“ კუთვნილი მაისური, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მაღაზია „ე-–---------ს“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლ---- ე-–-------ს ძე გ---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ---- გ---------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცება - მაღაზია „ე-–---------ის“ კუთვნილი მაისური, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მაღაზია „ე-–---------ს“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი