განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
020100118002408518
დავის ტიპი
117 5 ბ
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002408518

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/187-18 13 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - დახურული

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი ი-–------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ჭ---------–---------------------------–-------–-–-----------–--------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-------------–----–----–----------–------------–---------–-------------------------------------------------------–-------–------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

2.2. ადვოკატი ბ-------------–---–-

2.3. კანონიერი წარმომადგენელი შ----------------–---

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წლის 14 მ-----ს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. ზუგდიდში, ც----------------- ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მინი სტადიონზე ჭ--------------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაარტყა დანა გულ-მკერდის არეში არასრულწლოვან ნ-----–--------------ს, რის შედეგადაც ნ-----–--------------მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---------------–-–---–-ს ჩვენების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

მოწმე გ---------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის მ-----ის თვეში გულმკერდის მარჯვენა მხარეს ჭრილობით შემოიყვანეს არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. დიაგნოზი დაესვა პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობა, რაც ნორმის მიხედვით, არ უნდა იყოს.

მოწმე ნ-------------ს ჩვენების თანახმად, 15:20 საათზე შოკის დარბაზში შემოყვანილ იქნა პაციენტი ჩაფრავა გულ–მკერდში ჭრილობით. დახმარებას საჭიროებდა, სისხლიანი იყო. პაციენტის ტანსაცმელი გადასცა გამომძიებელს. დასვრილი თეთრი მაისური იყო. დაილუქა მის თვალწინ. პაციენტი საოპერაციოში გადაიყვანეს, მერე – რეანიმაციაში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ნ-----–--------------ს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული გულ–მკერდის მარჯვენა ნახევარში შემღწევი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით – ჰემოპნევმოთორაქსი.

მოწმე ნ-----–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ს-------------მ უთხრა, ი------–-----–--სთან მომიწიაო მიმოწერა, შეყვარებული დამშორდაო მის გამო და დანიშნულიაო შეხვედრა სტადიონზე. ს---, ი----- და სხვები იყვნენ სტადიონზე. დაიწყეს ლაპარაკი. ზ----მ დაიწყო ი-----სთან ლაპარაკი. ჭ------ ჩაეჭრა. ზ----მ უთხრა, ლაპარაკში ნუ მეჭრებიო ბიჭო. ბიჭოს დაძახებას მოჰყვა უკმაყოფილება. ამის გამო ჭ------მ ზ----ს ხელი გაარტყა, ზ----ს ამოუდგნენ მხარში და ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც ჭ------ს გაეკიდა, როცა გულმკერდში მოხვდა რაღაც. ჭ------ს დანა ეჭირა. შეეშინდა, ჯემპრი აიწია, დაიბნა, ჭრილობაზე ხელი დაიდო და სტადიონს წრე დაარტყა. ტროტუარზე ძალა გამოეცალა და დაეცა, დაიძახა, მიშველეთო, წაიყვანეს საავადმყოფოში. დანის პირი იყო შავი. პატარა დანა იყო. ს--- ს-----–--მ მიირბინა მასთან. დანა სხვას არ ჰქონია. ბრალდებულს კეპი ეხურა, მოლურჯო ქურთუკივით, შავი შარვალი და ლურჯი ფეხსაცმელი ეცვა. დარტყმამდე მისი მეგობრები ბრალდებულს და მის მეგობრებს უყვიროდნენ. ჩხუბი წუთიერი იყო. დაჭრის შემდეგ უცებ დაიშალნენ. აქეთ 6 იყვნენ, ბრალდებულის მხარეს – 3.

მოწმე ი-----–--------ს ჩვენების თანახმად, 14 მ-----ს შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, ამოიღო ლაქები, პულოვერი. სისხლი სტადიონის შუაგულიდან ამოიღო.

მოწმე ს--- ს-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ს-------------მ დაურეკა და უთხრა, რომ ი------–-----–-- იხსენიებდა ცუდად და მოსთხოვა სანუსის ბინებში გაყოლოდა. ჩაფრავაც მოვიდა. 1 საათი ელოდა ბრალდებულს ს-------------სთან და ნ-----–--------------სთან ერთად. მოვიდნენ ბრალდებული, ი----- და კიდევ ერთი პირი. ს---მ დაურეკა ძმაკაცს და 2-3 წუთში 3 ძმაკაცი მოვიდა. ზ---ა ჭ--------მ დაიწყო ლაპარაკი ი-----სთან. ზ----მ ი-----ს ჰკითხა, რატომ იხსენიებდა ცუდად ს---ს. ბრალდებული ჩაერია. ზ----მ უთხრა, როცა დავამთავრებთ, მერე ჩაერიეო და ბიჭოთი მოიხსენია. ბრალდებულმა გააფრთხილა, რომ ასე არ მიემართა, თუმცა მეორეჯერაც მოიხსენია და ბრალდებულმა დაარტყა ხელი. ჩხუბი დაიწყო. ჩხუბი გაგრძელდა შუა ცენტრში. ბრალდებულმა დანა რომ ამოიღო, ი-----მ დაიძახა, არ გინდა, დანა არ გამოიყენოო. დაიძახა, ბრალდებულს დანა აქვსო. ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო ბრალდებულმა დანა. ნ-----–-------------- ბრალდებულისკენ მირბოდა. ერთი იყო გასასვლელთან, თვითონ მეორე მხარეს იყო. ი----- ბრალდებულს მაჯაზე უჭერდა ხელს, არ დაარტყაო. მეგობრები მეორე კარის გასასვლელთან ჩხუბობდნენ. ნ-----–-------------- შველას ითხოვდა. ის ტროტუარზე დაეცა. ყვირილი დაიწყო, დაჭრილიაო. გულ–მკერდიდან სისხლდენა ჰქონდა. სხვები სტადიონზე დარჩნენ. სხვას დანა არ ჰქონია. პირველად ბრალდებულმა დაარტყა ზ----ს. ჩხუბში ჩაერთო, მაგრამ ვერავის გაარტყა ხელი, მასზე ძლიერები იყვნენ და კარისკენ გავიდა. ბრალდებული და ი----- განცალკევებით იდგნენ. 1 დარჩა მაგათგან, ვინც ჩხუბობდა – ლ-------------. ბრალდებული და ი----- გაქცევას ცდილობდნენ და ცენტრისკენ გაიქცნენ. ბრალდებული გვერდიდან იდგა და გვერდიდან ნახა დანის ამოღება. დანა გახსნილად ამოიტანა. მარჯვენა ხელში ეჭირა დანა. ი----- წინ ედგა. ჩაფრავა რომ მირბოდა, მას სახით ხედავდა. დანის დარტყმის მომენტი არ უნახავს. დანა რომ ნახა, გაიქცა, გარეთ გავიდა და იძახდა, დანა აქვსო. ბრალდებული და მისი მეგობრები სტადიონიდან გავიდნენ. დაზარალებულს მარჯვენა კუჭთან, ელენთასთან ჰქონდა დაზიანება. ხნიერი კაცები, რომ მოვიდნენ, ბავშვები წავიდნენ.

მოწმე პ-----------------ს ჩვენების და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-----–--------------ს თეთრი ფერის მოკლემკლავიან მაისურზე არსებული ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება 20 მმ სიგრძეზე თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო წარმოდგენილი მაისურის სხვა დაზიანებები გაჭრის სახით თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით წარმოქმნილია რამე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ან მისდაგვარი ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც შესაძლოა მიყენებულიყო მაისურის გახდის პროცესში. ნ-----–--------------ს ბორდოსფერ გრძელმკლავიან პულოვერზე არსებული ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება 20 მმ სიგრძეზე თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით წარმოქმნილია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად.

მოწმე დ------–-----ს ჩვენების თანახმად, 15 საათისთვის სამეცადინოდ მიდიოდა, ხმაური გაიგო მოედანზე. დაინახა, რომ ბავშვი გამოვიდა მოედნიდან, სისხლიანი ჰქონდა მაისური, დაეცა. დარეკა სასწრაფოში. სასწრაფოს მოსვლამდე წაიყვანეს დაჭრილი მსუბუქი მანქანით. დაჭრილი გამოვიდა სტადიონიდან ქუჩის მხარეს არსებული გამოსასვლელით და ახლოს დაეცა. მერე ასაკოვანი ადამიანები მოვიდნენ. უშუალოდ კარიდან გამოსვლა არ უნახავს, კარის მხრიდან მოდიოდა.

მოწმე ს-------------ს ჩვენების თანახმად, ი----- დაიბარა იმაზე, თუ რას ამბობდა მასზე. იცოდა, რომ მ-----ო არ მოვიდოდა და მისიანებიც მოიყვანა. ლაპარაკისას ჩხუბი დაიწყო. 6 იყვნენ. ი----- გოგოსთან ლაპარაკობდა მასზე და იმის გარკვევა უნდოდა, რას საუბრობდა. სანუსში 3 საათზე დაიბარა 2 დღით ადრე. ისინი 3 იყვნენ. სტადიონზე შეიკრიბნენ. ზ----მ დაიწყო ლაპარაკი. ბრალდებული ჩაეჭრა. ნუ მეჭრებიო უთხრა ზ----მ. ეს რამდენჯერმე მოხდა. ბრალდებულმა ზ----ს დაარტყა ბიჭოთი მიმართვის გამო. თვითონ ლ-------------სთან ჩხუბობდა. ნ-----–--------------ს უკვე ხელი ჰქონდა დადებული მუცელზე, როცა მიტრიალდა. მასთან უკვე არავინ იდგა. 5 მეტრით იქით იდგა მასთან ლ-------------. სხვები ცენტრისკენ იყვნენ გადასულები საჩხუბრად. ჩაფრავა ს--- ს-----–--მ გაიყვანა სტადიონიდან. დაზარალებული წინა კარიდან გავიდა, საიდანაც შემოვიდნენ, ასფალტზე დაწვა. პატრულიც იდგა იქ და უცებ წაიყვანეს საავადმყოფოში. ი----- ყვიროდა, დანა არ გინდაო. ი----- ცენტრში იყო. საუბარი დაიწყო სკამებთან. დაჭრის მერე ქალაქის ცენტრისკენ წავიდნენ, არ მირბოდნენ. თავიდან ს--- ს-----–--სთან ერთად ელოდა ნიკუშა ჩაფრავას. ის 20 წუთში მოვიდა. 15 წუთში ქალაქიდან მოვიდნენ ბრალდებული და მისი მეგობრები. სტადიონის ბოლოსკენ იყვნენ სკამთან. ზ---- ჭ-------- და ბრალდებული ისხდნენ. სხვები იდგნენ. ბრალდებულის დარტყმის მერე ყველა ჩაერთო. ს--- ს-----–-- არ ჩხუბობდა, მის უკან იდგა. დანარჩენები ცენტრისკენ წავიდნენ ჩხუბით. სიჭინავა გაექცა კარისკენ, როცა ნახა დაჭრილი. ს--- ს-----–-- დაზარალებულთან მივიდა, გაიყვანა გარეთ. დანა არ გინდაო, დაიძახა ი------–-----–--მ. დაზარალებული ს-----–--სთან მივიდა და გარეთ გაიყვანა წინა კარით. ბრალდებული და მისი მეგობრები დაჭრიდან მალევე გავიდნენ. დაზარალებულს კაპიშონიანი ზედა ეცვა, როგორც ახსოვს. ფორმიანმა პატრულის თანამშრომელმა არასამსახურეობრივი მანქანით წაიყვანა დაზარალებული. დაზარალებულს ს--- ს-----–--ზე ხელი მხარზე გადადებული ჰქონდა და ისე გავიდნენ.

მოწმე ზ---- ჭ--------ს ჩვენების თანახმად, 13:30 საათზე წავიდა დედასთან ფეხსაცმლის საყიდლად. სახლში რომ ბრუნდებოდა, ს-------------მ სთხოვა მისვლა. იცოდა, რომ ი------–-----–--სთან ჰქონდა შელაპარაკება. შუქნიშანთან ე-–--------------------- ნახა. სტადიონთან დასხდნენ სასაუბროდ. თქვა, მოვუსმინოთ ი-----სო. ჩაეჭრა ბრალდებული. ნუ მეჭრები ბიჭოო, უთხრა. ვიღაცის ხელი მოხვდა, დაეცა. ხმები ესმოდა, დანა არ მოიქნიოთო. ნახა დაზარალებული დაჭრილი იწვა. სტადიონზე ელიზბართან, დათუნა ჩიქობავასთან ერთად მივიდა. იქ დახვდნენ ბრალდებული და მისი მეგობრები, ასევე ნ-----–--------------, ს------------- და ს--- ს-----–--. გაიცნეს ერთმანეთი. ი-----ს ჰკითხა, რატომ ხარ მოსული, ილაპარაკეო. მოედნის შუაში იყო, როცა გაიგო, დანა არ მოიქნიოო. დაჭრილი როცა ნახა, დაზარალებულთან მოქალაქეები იყვნენ. თავიდან ჩამოსხდნენ ბოლოსკენ არსებულ სკამებზე. თვითონ იჯდა, ბრალდებული იჯდა მის გვერდით. სხვები იდგნენ. ს-------------მ სთხოვა, რომ თვითონ ელაპარაკა. მოედანზე შუაში დაეცა. ჩხუბით გავიდნენ ცენტრისკენ. რომ ადგა, ყველაფერი დასრულებული იყო. დაცემულს არ ურტყამდნენ. ცოტა ხანი იწვა. ბრალდებულს ეჩხუბებოდა, მაგრამ სხვისი ხელი მოხვდა. რომ ადგა, უკანა კარიდან მიდიოდნენ მისიანები, თვითონ წინიდან გავიდა, ნახა, დაზარალებული იწვა და წავიდა.

მოწმე დ---------------ს ჩვენების თანახმად, 2-3 საათისთვის ზ---- ჭ--------სთან იყო ბაზართან. შუქნიშანთან ნახა ე-–---------------------, ს-------------ს აქვსო უთანხმოება. მივიდნენ სტადიონთან. იყვნენ 6, მოწინააღმდეგე მხარე – 3. ზ---- ჭ--------მ დაიწყო საუბარი და ბიჭოთი მიმართა ბრალდებულს. ბრალდებულმა დაიწყო ჩხუბი. გადაინაცვლეს მოედნის ცენტში. 2-3 წუთი გაგრძელდა ჩხუბი. გარეთ რომ გავიდნენ, ნ-----–-------------- დაჭრილი იყო, მიშველეთო დაიძახა და გარეთ დაეცა. ის ავტომანქანით წაიყვანეს. ზ---- ჭ--------ს ს-------------მ დაურეკა, უთანხმოება მაქვსო და დამეხმარეო. 5 წუთში მივიდა. ნ-----–--------------, ს--- ს-----–-- და ს------------- დახვდა. 2-3 წუთში მივიდნენ ბრალდებული და სხვები. დასაჯდომებთან საუბრობდნენ. თავიდან გაცნობა იყო. ბიჭოს მოჰყვა უკმაყოფილება. თვითონ სხვას ეჩხუბებოდა, არ იცნობს იმას. ნ-----–-------------- დაჭრილი რომ ნახა, უკვე უკან გასასვლელ კართან იყო, მანამდე ხმა გაიგო, ჭ------, დანა არ გინდა, დააგდეო. ნაცნობმა ბიჭმა დარეკა სასწრაფოში, მაგრამ მანამდე წაიყვანეს დაჭრილი ავტომანქანით. გულზე ჰქონდა ხელი მოკიდებული დაჭრილს. თავიდან ყველა იჯდა მის გარდა. ბრალდებული ადგა და ხელი დაარტყა. ნ-----–-------------- უკანა კარიდან გავიდა, მოუარა და წინ დაეცა. დაჭრილი ვარო რომ თქვა ნიკამ, ყველა იქით წავიდა. ბრალდებული და მისი მეგობრები წავიდნენ. მანამდე ხალხი შემოვიდა გასაშველებლად და დაიშალნენ. დაჭრილი რომ იყო, დაინახეს, შეწყდა ჩხუბი და გაიქცნენ ისინი. ნ-----–-------------- დაჭრილი რომ იყო ნახა მას მერე, როცა გარეთ გავიდა.

მოწმე ბ--------------ს ჩვენების თანახმად, 14 მ-----ს დაიწყო გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ქურთუკი და ლაქა. სისხლის ლაქა სტადიონის შუაში იყო.

მოწმე ი------–-----–--ს ჩვენების თანახმად, ს-------------სთან ჰქონდა კონფლიქტი. დილით ლ-------------სთან ერთად წავიდა ქალაქში. ბრალდებულს დაუკავშირდნენ, ისაუზმეს საშაურმეში. უთხრა, რომ 3 საათზე უნდა შეხვედროდა კონფლიქტის გამო. მივიდნენ, დაიწყეს საუბარი, მოჰყვა კამათი და ჩხუბი, რის შემდეგაც ის ცემეს. ნახა, რომ დაზარალებული იყო დაჭრილი და დაიშალნენ. დილით 11 საათზე წამოვიდა ჯიხაშკარიდან. ნახევარი საათში მივიდა ზუგდიდში. 1 საათის მერე დაურეკა ბრალდებულს. დაზარალებულისთვის ტელეფონი ჰქონდა დასაბრუნებელი. ეს უთხრა ბრალდებულს. მარიამს არ უნდოდა დაზარალებულის ტელეფონი და უნდა დაებრუნებინა. სასაუბრო არაფერი ჰქონდა. 3 საათისთვის სანუსთან სტადიონთან მივიდნენ სკამებთან. ბიჭოთი მიმართვას მოჰყვა კონფლიქტი. საუბარი 15 წამზე მეტი არ გრძელდებოდა. თვითონ კუთხისკენ იყო, ბრალდებული იქით იყო, ლევანი კიდევ სხვაგან. ხელი ხვდებოდა ყველა მხრიდან და რამდენი ურტყამდა, არ იცის. 2 წუთი გაგრძელდა ალბათ. შუა სტადიონზე ნახა ხელაფარებული დაზარალებული, მაგრამ არ იცოდა, რომ დაჭრილი იყო. როცა დაწვა, ნახა, რომ დაჭრილი იყო, დახედა და გაიქცნენ ჩხოუშიისკენ. ბრალდებულს 4 ადამიანი ურტყამდა და ამიტომ დაიყვირა დანა არ გამოიყენოო. მის ყვირილზე 1-2 მოშორდა. დილით არ იცოდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა დანა. ბრალდებულს ცუდი ხასიათი არ ჰქონია და არ იცის, რატომ წერია მისი გამოკითხვის ოქმში მისი ხასიათიდან გამომდინარე დანას გამოიყენებდაო. ბრალდებულის ადგილზე სხვაც ისე იზამდა, ისეთ ცუდ ვითარებაში იყო, ბევრი ერთად ურტყამდა. სხვებს იმდენი არ ურტყამდა, რამდენიც ბრალდებულს. თვითონ ორს ეჩხუბებოდა. 12 წელია იცნობს ბრალდებულს, კლასელები არიან და კარგი ურთიერთობა აქვთ. ჩხუბისას ბრალდებული დაეცა. სტადიონთან საჩხუბრად არ მისულან. სამეცადინოდ უნდა გაეგრძელებინა გზა ტელეფონს რომ დაუბრუნებდა, სამეცადინო მასალა ედო ჯიბეში. ბრალდებული 4 კაცს ჰყავდა გაგდებული, როცა დაუძახა დანა არ იხმაროო. 6-ზე მეტნი იყვნენ მოწინააღმდეგე მხარეს. იმდენი ურტყეს, გული იჯერეს და იმიტომ გაჩერდა ჩხუბი ალბათ. გაჩერების მერე ნახეს დაჭრილი. დაჭრის გამო რომ გაჩერებულიყვნენ, დაჭრის მერე არ დაარტყამდნენ, მაგრამ მერეც ურტყამდნენ. გარეთ გასვლა სცადა, მაგრამ არ აცადეს, ურტყამდნენ. გასვლა რომ სცადა, იმიტომ იყო ცალკე. დანაზე თავიდანვე დაიძახა, მაგრამ მას დანა არ უნახავს, მოატყუა მოწინააღმდეგეები, შეაშინა, თითქოს დანა ჰქონდა ბრალდებულს, თორემ დანა არ უნახავს. დაყვირების მერე 1,5 წუთი გრძელდებოდა ჩხუბი, მუცელზე ხელის მოკიდებიდან – დაახლოებით 1 წუთი. ჩხუბის შემდეგ არ გაქცეულან, ბრალდებულთან და ლევანთან ერთად წავიდა ჩხოუშიისკენ. თავიდანვე, ჩხუბის დაწყებიდან რამდენიმე წამში იყო ბრალდებული წაქცეული. სწორედ მაშინ იყვირა დანაზე.

მოწმე ე-–---------------------ს ჩვენების თანახმად მეგობარ ზ---- ჭ--------ს დაურეკა, შუქნიშანთან უნდა შეხვედროდა და სანუსთან მისულიყვნენ. იქ დახვდნენ ბიჭები. ბიჭოთი მიმართვაზე იყო ყურადღების გამახვილება. დაიწყო ჩხუბი. ზ----ს გვერდით იდგა, აშველებდა მოჩხუბრებს, მერე ნახა დაჭრილი. ზ----სთან და დ------------------სთან ერთად მივიდა. მისვლა არავის უთხოვია. 10 კაცამდე იქნებოდნენ ორივე მხარეს. ზ----ს მოხვდა პირველად ხელი. 5-6 მეტრით იყო დაშორებული მისგან. ზ----სთან ვინც ახლოს იყო, ყველას აშველებდა. მასაც მოხვდა, მანაც მოიქნია ხელი. არ ქნა არ დაარტყაო დანა, ხმა გაიგო. 5-10 წუთი იყო ალბათ ჩხუბი. თვითონ და ზ---- ჭ-------- მოედნის ცენტრისკენ არ წასულან.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილს წარმოადგენს საფეხბურთო „მინი“ სტადიონს, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდში, ც. დადიანის ქუჩა N1 და ც. დადიანის ქუჩა N3 საცხოვრებელ კორპუსებს შორის. საფეხბურთო „მინი“ სტადიონი შემოღობილია რკინა-მავთულბადის კონსტრუქციის ღობით, სტადიონს გააჩნია ხელოვნური საფარი, ხელოვნური საფარის ზედაპირზე, „მინი“ სტადიონის შუა გამყოფ ხაზთან გვერდით აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, საიდანაც სტერილური მარლის საშუალებით აღებულ იქნა ანაწმენდი და დაილუქა, სტადიონის შიგნითა მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია მაყურებელთათვის განკუთვნილი მოგრძო სკამი, რომლის წინ, ბეტონის ზედაპირზე დევს მოლურჯო ფერის სპორტული ქურთუკი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობით სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შეს---მისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შეს---მისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლომ უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ დაზარალებულმა ნ-----–--------------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ფაქტი არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. აღნიშნულის შემდეგ უნდა დადგინდეს, ბრალდებულის ქმედებამ გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა პირდაპირი მტკიცებულება: მოწმე ს--- ს-----–--ს ჩვენება, რომელიც მიუთითებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმაზე, ასევე დაზარალებულ ნ-----–--------------ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანის დარტყმას. ასევე დაიკითხნენ კონფლიქტში მონაწილე პირები, რომლებიც განმ-----ავენ, რომ გაიგეს ი------–-----–--ს შეძახილი ბრალდებულის მისამართით, დანა არ გამოიყენოო, ხოლო ი------–-----–--ს ჩვენების თანახმად, მან მიმართა ბრალდებულს, დანა არ გამოეყენებინა, რის შემდეგაც ნახა დაჭრილი დაზარალებული.

აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა დაარტყა დანა დაზარალებულს და სწორედ მის მიერ დანის დარტყმამ გამოიწვია სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

2.2. განზრახვა

 

სუბიექტური მხრივ სსკ-ის 117-ე მუხლის შემადგენლობა შეიძლება ჩადენილ იქნეს განზრახ. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.

მოწმეების: ს-------------ს, ზ---- ჭ--------ს და დ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული და დაზარალებული ჩხუბობდნენ, რის შემდეგაც მუცელში დაჭრილი აღმოჩნდა დაზარალებული.

მოწმე ს--- ს-----–--ს და დაზარალებულ ნ-----–--------------ს ჩვენებით ირკვევა, ბრალდებულმა ჩხუბისას დაზარალებულს დაარტყა დანა.

მოწმე ი------–-----–--ს ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებული და ბრალდებული ჩხუბობდნენ, ბრალდებულს დაუძახა, არ გამოეყენებინა დანა, რის შემდგომაც დაჭრილი აღმოჩნდა დაზარალებული.

სამედიცინო დოკუმენტაციით, ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების: გ---------–---ს, გ---------------–-–---–-ს და ნესტან ხვიჩავას ჩვენებების თანახმად, ნ-----–--------------ს ჰქონდა შემღწევი ჭრილობა მუცლის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ჭ--------------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანის დარტყმით არღვევდა კანონის მოთხოვნას, დაზარალებულის ჯანმრთელობის ხელშეუხებლობას და აღნიშნულს შესაძლოა მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. მიუხედავად ამისა, მას არაფერი უღონია იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა დამდგარი შედეგი. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა სსკ-ის 117-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა განახორციელა განზრახ.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდებული შესაძლოა მოქმედებდა გაუფრთხილებლობით, თუმცა ამის დამადასტურებელი გარემოებები მოწმეთა ჩვენებებით არ გამოკვეთილა, არ დგინდება, რომ დაზარალებულს ერთის გარდა სხვა ჭრილობებიც ჰქონდა, ასევე არ დგინდება, რომ სხვა პირებიც იყვნენ დაჭრილი. ამდენად, არ იკვეთება, რომ ბრალდებული დანას იქნევდა. დადგენილია ასევე, რომ ჭრილობა არის შემღწევი, რაც ასევე გამორიცხავს დანის უმისამართო ქნევას და მიუთითებს მიზანმიმართულად გულ–მკერდში მის ჩარტყმაზე. მართალია, ბრალდებულს დაზარალებულთან რაიმე კონფლიქტი მანამდე არ ჰქონია, მაგრამ ჩხუბში როცა ისინი ერთმანეთთან აღმოჩნდნენ, ბრალდებულს უშუალოდ ქმედების წინ წარმოეშვა მისი დაზიანების განზრახვა, რაც განახორციელა კიდეც. სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ გაუფრთხილებლობასთან ერთად დაცვის მხარე აპელირებს აუცილებელ მოგერიებაზეც, თუმცა, აუცილებელი მოგერიების დროს პირი მოქმედებს განზრახ საკუთარი ჯანმრთელობის გადარჩენის მოტივით, რაც ასევე გამორიცხავს გაუფრთხილებლად მოქმედებას.

 

2.3 ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ნ-----–--------------ს, ს--- ს-----–--ს, დ------–-----ს, ს-------------ს, ზ---- ჭ--------ს, დ---------------ს, ი------–-----–--ს, ე-–---------------------ს ჩვენებებით ირკვევა, რომ კონფლიქტი მოხდა სკოლის მოსწავლეებს შორის, უშუალოდ კონფლიქტამდე ისინი გაესაუბრნენ ბრალდებულს, გაიცნეს ერთმანეთი. ასევე ი------–-----–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, ვისთან ჰქონდა კონფლიქტი მას.

ნ-----–--------------ს დაბადების მოწმობის ასლის თანახმად, ის დაიბადა 2002 წლის 3 აგვისტოს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული ნ-----–-------------- იყო არასრულწლოვანი.

უნდა ითქვას, რომ დაზარალებული გარეგნულადაც შეეს---მება არასრულწლოვანი პირის შესახედაობას. ამდენად, მისი გარეგნობაც ვერ შეუქმნიდა ბრალდებულს არასწორ წარმოდგენას მის შესახებ. ამასთან, ირკვევა, რომ ჩხუბში მონაწილე ყველა პირი იყო არასრულწლოვანი, ყველა იყო სკოლის მოსწავლე, ს-------------, რომლის ინიცირებულიც იყო შეხვედრა, იყო 15 წლის. მასთან ერთად მყოფი პირებიც იყვნენ მისი კლასელები, მეგობრები, ახლობლები, რომლებიც იყვნენ დაახლოებით იმავე ასაკის და ეს მათ გარეგნულადაც ეტყობოდათ. ამდენად, ბრალდებული ვერ შეცდებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამისი რაიმე ობიექტური საფუძველი არ არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულს წინასწარ შეცნობილი ჰქონდა, რომ საქმე ჰქონდა არასრულწლოვნებთან და რომ დანა ჩაარტყა არასრულწლოვანს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჭ--------------მ დანის დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, მიაყენა არასრულწლოვან ნ-----–--------------ს.

სუბიექტური მხრივ დანაშაული ხასიათდება განზრახვით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულისთვის დანის დარტყმით არღვევდა კანონის მოთხოვნას, ითვალისწინებდა, რომ დაზარალებულს შეიძლებოდა მისდგომოდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და, მიუხედავად ამისა, მას არაფერი უღონია იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა შედეგი. ამდენად, ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული თავს იცავდა ანდა რომ მისი ქმედება წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას, სასამართლო განმ-----ავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გაამწვავა კონფლიქტი, მან დაარტყა პირველად ხელი მოწინააღმდეგეს, მის ქმედებას მოჰყვა ჩხუბი. ასევე უდავოა, რომ ბრალდებულმა იცოდა მოწინააღმდეგე მხარის რიცხობრივი უპირატესობა. მას ასევე უნდა გაეცნობიერებია, რომ მის მიერ ხელის გარტყმას მოჰყვებოდა ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება და ხელჩართული ჩხუბი ყველას მონაწილეობით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩხუბი დაიწყო ურთიერთობის გარკვევის დაწყებამდე მხოლოდ მიმართვა „ბიჭოს“ მიუღებლობის მოტივით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩხუბი გაგრძელდა სულ რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც მოხდა კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირის დაჭრა.

მოცემულ შეთხვევაში ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ჰქონდა დანა. ჩხუბის ინიცირებით ბრალდებულმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ჩხუბში არსებული არეულობით ან მოწინააღმდეგე მხარის რიცხობრივი უპირატესობით არ ესარგებლა და ყველა ზომისთვის მიემართა, რათა არ გამოეყენებინა დანა.

სასამართლო განმ-----ავს, რომ მოცემული შემთხვევა უნდა შეფასდეს აუცილებელი მოგერიების როგორც მინიმუმ, გაუფრთხილებელ (თუ არა გამიზნულ) პროვოკაციად. ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ბრალდებულს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მის ქმედებას – ჩხუბის დაწყებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მოწინააღმდეგე მხარისგან პასუხი, ჩხუბში სხვების ჩართვა, მისი ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება ანდა პატივისა და ღირსების ფიზიკური ძალადობით შელახვა, შეეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ასეთი განვითარება, თუმცა მან არაფერი იღონა ამისათვის, პირიქით, ხელი შეუწყო მოვლენათა სწორედ ასეთ განვითარებას, რის გამოც შექმნილი ვითარება, მათ შორის ჩხუბში რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩენა მისივე ქმედებით იყო გამოწვეული და ეს მას წინასწარ უნდა ჰქონოდა კიდეც გათვალისწინებული. ასეთ ვითარებაში ბრალდებული თავს ვერ იმართლებს აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენებით, ვინაიდან ამ მდგომარეობაში თავი თვითონვე ჩაიგდო, მოახდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის თავადვე პროვოცირება. საკუთარი თავის საფრთხეში თავადვე ჩაგდების დროს ბრალდებულს აუცილებელი მოგერიების უფლება უკვე აღარ აქვს იმ სისრულით, როგორც სხვა შემთხვევაში ექნებოდა. აუცილებელი მოგერიების გაუფრთხილებლობით პროვოცირებისას აუცილებელი მოგერიების უფლების აღსადგენად აუცილებელია ბრალდებულმა ყველა ზომას მიმართოს, რათა თავი გამოიყვანოს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობიდან და თუ ყველა შესაძლო ზომის გამოყენების მიუხედავად ეს ვერ მოხერხდა, მაშინ შეიძლება მსჯელობა აუცილებელი მოგერიების უფლების აღდგენაზე. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ბრალდებულს არ მიუმართავს ყველა შესაძლო ზომისთვის, რათა თავიდან აეცილებინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა. მას შეეძლო გარიდებოდა მოჩხუბრებს, გამოეყენებინა კიდურები ან ნაკლები ზიანის მიმყენებელი საგნები, საშველად მოეხმო სხვებისთვის და ა.შ. ერთადერთი, რაც საქმის მასალებიდან იკვეთება, არის ის, რომ ბრალდებული აპირებდა გაქცევას, მას დაედევნენ, თუმცა ამის მეტი დამატებითი ზომებისთვის ბრალდებულს არ მიუმართავს, პირდაპირ ამოიღო დანა და დაარტყა ნ-----–--------------ს, რომელიც არც კი იმყოფებოდა უშუალოდ მასთან ფიზიკურ შემხებლობაში, ვინაიდან მას წინ სხვა მოჩხუბრები ედგნენ. ამდენად, არ არის გამოკვეთილი ბრალდებულის მიერ ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ ის არ აღმოჩენილიყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩხუბი თავად ბრალდებულის დაწყებული იყო, შექმნილი ვითარება არ აძლევდა ბრალდებულს აუცილებელი მოგერიების უფლებას.

აქვე მოკლედ უნდა განიმ-----ოს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ბრალდებული ახორციელებს აუცილებელი მოგერიების უფლების რეალიზებას, თუმცა სცდება კანონით მინიჭებულ ფარგლებს და აშკარად შეუს---მო ზიანს აყენებს თავდამსხმელს. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ბრალდებულს, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის მის მიერვე პროვოცირების გამო, არ ჰქონდა აუცილებელი მოგერიების უფლება, ის ვერც აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილებდა.

ამდენად, საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ჭ--------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ჭ-------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ჭ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ჩხუბში ისეთ ვითარებაში, როცა ეჩხუბებოდა რამდენიმე პირს, რომლებიც მას მოსდევდნენ.

ჭ--------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არასრულწლოვნების წინააღმდეგ ჩხუბის ინიცირება ისეთი მცირე მიზეზით, როგორიც იყო „ბიჭოთი“ მიმართვა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეს---მისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეეს---მება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის ასაკს, პიროვნებას, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეეს---მებოდეს. მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. ამავე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ, პირველ რიგში, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ნებისმიერი ზომა, რომელიც არასრულელოვნის მიმართ საქმის სასამართლოში განხილვის ნაცვლად გამოიყენება, არასრულწლოვნის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. მე-14 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 27-ე მუხლის მიხედვით, ეს ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. 38-ე მუხლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. განრიდების საკითხის განხილვისას გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, არასრულწლოვნის ასაკი, ბრალეულობის ხარისხი, მოსალოდნელი სასჯელი, არასრულწლოვნის მიერ მიყენებული ზიანი, სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა, დანაშაულისშემდგომი ქცევა, არასრულწლოვნის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაული და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, განრიდებისათვის აუცილებელია, არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებდეს; სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობდეს; არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავდნენ.

სასამართლო აფასებს რა განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების საკმარისობას, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საქმეზე არ არსებობს განრიდებისთვის აუცილებელი, ამკ-ის მე-40 მუხლის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც შეუძლებელია განრიდებისათვის საქმის პროკურორისთვის დაბრუნება.

ამკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს. 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობი, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება. 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ განსაკუთრებულ გარემოებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნისათვის, საქმის გარემოებები არ იძლევა საფუძველს, ბრალდებულს დაენიშნოს კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელი.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულების მიერ გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (განზრახვა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მოწინააღმდეგე მხარისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (რამდენიმე პირის წინააღმდეგ ჩხუბის დროს გაქცევისას დანის დარტყმა გულ-მკერდის არეში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (არასრულწლოვნისთვის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენება, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შეს---მისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე ჭ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ, ინდივიდუალურ მახასიათებლებს: ასაკს - ქმედება ჩაიდინა 17 წლის ასაკში, განვითარების დონეს - აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს. აღნიშნული გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიღებისას სასამართლო ეყრდნობა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული გამოხატავს სინანულს, საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობას იღებს, იზიარებს შედეგებს, მათ შორის მისი ქცევის გავლენას დაზარალებულზე. ის უარყოფითად აფასებს მომხდარს, მისთვის ემოციურად მძიმეა მიმდინარე მოვლენები, სრულად იაზრებს გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, მათ შორის დაზარალებულისთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის, თვითმხილველებისთვის, მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის მიყენებულ ზიანს, განიცდის, აცნობიერებს, რომ გარშემომყოფთ შეუქმნა პრობლემები. უკან დაბრუნების შემთხვევაში იმავე შეცდომას არ დაუშვებდა და ყველა ღონეს მიმართავდა პრობლემის არაძალადობრივი გზით მოსაგვარებლად. მშობლებს მსჯავრდებულთან მანამდე რაიმე პრობლემა არ შექმნიათ, ის ზოგადად არ ხასიათდება აგრესიული და ძალადობრივი ქცევის ნიშნებით. მშობლები უარყოფითად აფასებენ მსჯავრდებულის ქმედებას, აღნიშნავენ, რომ მას არაძალადობრივი ფორმით უნდა მოეგვარებინა პრობლემური სიტუაცია. ოჯახის წევრებმა დაზარალებულს აუნაზღაურეს მკურნალობის ხარჯები. მსჯავრდებული გამოხატავს პრევენციის მზაობას, აქვს კონკრეტული გეგმა, მოტივირებულია კანონმორჩილად გააგრძელოს ცხოვრება. მშობლებისთვისაც პრიორიტეტულია მსჯავრდებულის კანონმორჩილი ცხოვრება. მსჯავრდებული ავლენს ინტერესს უმაღლესი განათლების მისაღებად, რაშიც აქვს მშობლების მხარდაჭერა, აქტიურად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, ხატავს, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მშობლები მუდამ ინფორმირებულნი იყვნენ მსჯავრდებულის ადგილსამყოფლისა და საქმიანობის შესახებ, მუდმივად ეხმარებოდა მამას საოჯახო საქმიანობაში, დედას ხშირად უზიარებდა მნიშვნელოვან მოვლენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, სამომავლო გეგმებს, სახლიდან არ გადიოდა მშობლებთან პირადად დამშვიდობების გარეშე, სახლში იყო თბილი, კომუნიკაბელური, აქტიური, ხასიათდება მაღალი აკადემიური მოსწრებით და კარგი ყოფა-ქცევით, გამოირჩეოდა შემოქმედებითობით, მონაწილეობდა სასკოლო ოლიმპიადებში, არის თავაზიანი, უკონფლიქტო, მისი სამეგობრო წრე არ ხასიათდება ანტისოციალური ქცევით, ჰქონდა დატვირთული დღის რეჟიმი, არ ჰქონია კონფლიქტური ურთიერთობა ვინმესთან, აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი მშობლებთან და დასთან, ოჯახის წევრები წარმოადგენენ პოზიტიურ როლურ მოდელებს მისთვის, აქვს ჯანსაღი თვითშეფასება, აცნობიერებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს.

ამკ-ის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, სასამართლოს შეფასებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი დადებითი, იმედისმომცემი, დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ძირითადი სასჯელის ტოლი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შეს---მისად, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია, რათა პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულმა სრულად იგრძნოს პასუხისმგებლობა, მასზე არსებული კონტროლი, ჭ--------------ს, საკუთარი ქმედების მიზეზების გაანალიზებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით, მას უნდა დაევალოს სოციალურ მუშაკთან მუშაობის პროცესში აქტიური ჩაბმა, სოციალური მუშაკის მიერ ამ მიზნით შერჩეული პროგრამების გავლა და ამავე მიზნით, სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი აუცილებლობის გამო, მის მიერვე დაკისრებული მოვალეობების შესრულება (მათ შორის თავისუფალი დროის კონკრეტული მიმართულებით გამოყენება, კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვა ან შეზღუდვა, გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება ან გარკვეულ დროს გარკვეული ადგილის მონახულების აკრძალვა და სხვა) ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, რაც განისაზღვრება თავად სოციალური მუშაკის მიერ; კონფლიქტებისა და იმპულსთა მართვის სარეაბილიტაციო პროგრამის, ძალადობრივი ქცევის პრევენციის პროგრამის, ასევე სხვათა უფლებების პატივისცემისა და საკუთარ ღირებულებათა სისტემის კანონთან შეს---მისობაში მოყვანის აუცილებლობის გააზრების ხელშემწყობი პროგრამების გავლა შეს---მისი უნარების გამომუშავებამდე.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჭ--------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა უნდა დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შეს---მისად, ჭ--------------ს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 27 მ-----იდან იმავე წლის 13 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შეს---მის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ლაქა, სისხლის ნიმუში, რომლებიც წარმოადგენენ რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს და ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას. ნივთმტკიცებად ცნობილია ასევე ტანსაცმელი, რომელიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7, მე-8, მე-14, 27-ე, 38-ე, მე-40, 45-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე მუხლების შეს---მისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჭ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 6 წელი.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის შეს---მისად, ჭ--------------ს, საკუთარი ქმედების მიზეზების გაანალიზებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით, დაევალოს სოციალურ მუშაკთან მუშაობის პროცესში აქტიური ჩაბმა, სოციალური მუშაკის მიერ ამ მიზნით შერჩეული პროგრამების გავლა და ამავე მიზნით, სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი აუცილებლობის გამო, მის მიერვე დაკისრებული მოვალეობების შესრულება (მათ შორის თავისუფალი დროის კონკრეტული მიმართულებით გამოყენება, კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვა ან შეზღუდვა, გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება ან გარკვეულ დროს გარკვეული ადგილის მონახულების აკრძალვა და სხვა) ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, რაც განისაზღვრება თავად სოციალური მუშაკის მიერ; კონფლიქტებისა და იმპულსთა მართვის სარეაბილიტაციო პროგრამის, ძალადობრივი ქცევის პრევენციის პროგრამის, ასევე სხვათა უფლებების პატივისცემისა და საკუთარ ღირებულებათა სისტემის კანონთან შეს---მისობაში მოყვანის აუცილებლობის გააზრების ხელშემწყობი პროგრამების გავლა შეს---მისი უნარების გამომუშავებამდე.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჭ--------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

ჭ--------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 27 მ-----იდან იმავე წლის 13 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება: ლაქა და სისხლის ნიმუში განადგურდეს; ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია