1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შემთხვევაში – ცენტრის უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს (სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სამმართველოს უფროსებს) შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხვა დავალებებს.
3. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა, აგრეთვე, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, არასრულწლოვნის საქმეს გადასცემს შესაბამის სპეციალისტ(ებ)ს;
ბ) ზედამხედველობას უწევს ცენტრში მიმდინარე საქმეებს, არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესს;
გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ცენტრში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
4. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის (გარდა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა) ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოსამსახურე.
5. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ასრულებს სააგენტოს უფროსის, კურატორი მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს.
6. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს უფროსის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
7. სააგენტოში დასაქმებულნი არიან სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოსამსახურეები, ხოლო სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, აგრეთვე, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. სააგენტოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, მათი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად, განისაზღვრება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სააგენტოს შინაგანაწესითა და მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებით.
8. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადიან სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებენ შესაბამის გამოცდას.
სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტრო