1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მიღებული შემოსავლები;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების შესრულებას, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს კუთვნილი ტექნიკური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური ხმარდება სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას. აკრძალულია სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება.
3. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების, აგრეთვე, მსჯავრდებულ და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა საჭირო ღონისძიებები.
4. სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისა