1. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების (შემდგომში - რეფერირების პროცედურები) მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით.
2. რეფერირების პროცედურები განსაზღვრავს, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების შესაბამის დაწესებულებებსა და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ/მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს პროკურატურას, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, უფლებამოსილი ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვასთა