უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება ხორციელდება, თუ გემმა დაარღვია:

ა) საქართველოს კანონმდებლობა მის შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას;

ბ) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;

გ) საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია მისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის მიმართ.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4924 – ვებგვერდი, 04.07.2019