„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს შესაბამისი ორგანოები საქართველოს მიმდებარე ზონაში ახორციელებენ კონტროლს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობების დარღვევის აღკვეთისა და ამ კანონმდებლობების დამრღვევთა დასჯის მიზნით.“.
2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის ღონისძიებები
თუ საქართველოს მიმდებარე ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან იგი აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, გააჩერონ აღნიშნული გემი, ჩაუტარონ მას ინსპექტირება, მიიღონ დარღვევის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები და დააკავონ გემი დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად.“.
3. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია, მათ შორის, იურისდიქცია საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობებისა და წესების მიმართ, აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ.“.
4. 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისი, 28 ივნისი 2019 წ. N4924-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4924-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 400010020.05.001.019548.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4924-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.019548 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4585283/