„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3960-რს
სარეგისტრაციო კოდი
080180020.05.001.017835
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი სუბიექტია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ახორციელებს: სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ; იმ დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის გზით, რომელიც ტერორისტული მიზნითაა ჩადენილი და რომლის გამოძიება მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: აგროვებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და ახდენს მის სისტემატიზებას; კოორდინაციას უწევს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით; ეს ცენტრი უშუალოდ უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ღონისძიების ჩატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა დანაყოფები გამოყოფენ აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს და უზრუნველყოფენ მათ ეფექტიან გამოყენებას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3960-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2015.
როდის იქნა მიღებული „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3960-რს. სარეგისტრაციო კოდი — 080180020.05.001.017835.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3960-რს, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 080180020.05.001.017835 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2902585/