თავი III — ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების მართვა და კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება
1. კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას იქმნება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ორი ზონა – უსაფრთხოების ზონა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა.
2.
ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, მუნიციპალიტეტებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
3. უსაფრთხოების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები უფლებამოსილი არია
ნ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით:
ა) მოაწყონ საგუშაგოები ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების მიზნით;
ბ) განახორციელონ პატრულირება და შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
4. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც უშუალოდ ტარდება კონტრტერორისტული ოპერაცია.
5. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ოპერაციის ჩამტარებელ პირებს უფლება აქვთ, გადაუდებელი აუცილებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებამდე მიიღონ ზომები ქუჩებსა და გზებზე ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის დროებით შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე;
ბ) შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით;
გ) ტერორისტული აქტის აღკვეთისას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის დევნისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: დაუბრკოლებლად შევიდნენ (შეაღწიონ) მოქალაქეთა საცხოვრებელ ბინებში, აგრეთვე მათ კუთვნილ სხვა სადგომებსა და მიწის ნაკვეთებში, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებში; გამოიყენონ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები, სპეციალური საშუალებების ჩათვლით; დაათვალიერონ მოქალაქეთა პირადი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შესვლისას და ზონიდან გამოსვლისას;
დ) ტერორისტული აქტის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის დევნისა და დაკავებისათვის, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის მისაყვანად, აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გამოიყენონ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა უცხო ქვეყნების საკონსულოების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებებისა.
6. უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონებში ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1266
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2015
წლის 8 ივლისის
კანონი №3960
– ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6955 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6955
- 08.07.2015 კანონი №3960
- 20.09.2013 კანონი №1266
წინა რედაქცია (11.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. სამართლებრივი რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში 1. კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას იქმნება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ორი ზონა – უსაფრთხოების ზონა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა. 2. გადაწყვეტილებას ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურინისტ უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პმთავრეზიდენტობას, საქართველოს პარლამენტს, ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობის ორგანოტეტებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 3. უსაფრთხოების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები უფლებამოსილი არია ნ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით: ა) მოაწყონ საგუშაგოები ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების მიზნით; ბ) განახორციელონ პატრულირება და შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები. 4. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც უშუალოდ ტარდება კონტრტერორისტული ოპერაცია. 5. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ოპერაციის ჩამტარებელ პირებს უფლება აქვთ, გადაუდებელი აუცილებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებამდე მიიღონ ზომები ქუჩებსა და გზებზე ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის დროებით შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე; ბ) შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით; გ) ტერორისტული აქტის აღკვეთისას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში ეჭვმიტბრანილდებული პირის დევნისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: დაუბრკოლებლად შევიდნენ (შეაღწიონ) მოქალაქეთა საცხოვრებელ ბინებში, აგრეთვე მათ კუთვნილ სხვა სადგომებსა და მიწის ნაკვეთებში, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებში; გამოიყენონ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები, სპეციალური საშუალებების ჩათვლით; დაათვალიერონ მოქალაქეთა პირადი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შესვლისას და ზონიდან გამოსვლისას; დ) ტერორისტული აქტის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის დევნისა და დაკავებისათვის, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის მისაყვანად, აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გამოიყენონ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა უცხო ქვეყნების საკონსულოების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებებისა. 6. უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონებში ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332