მუხლი 8. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ძალები და საშუალებები
თავი III — ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების მართვა და კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება
1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისთვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს.
2. იარაღის, სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, ტერორისტული ხასიათის დანაშაულისა და ტერორისტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6955 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (11.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ძალები და საშუალებები 1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და კომპეტენციის ფადრგილოებრშივ მუნი თვცითმმპართველობიტეტის ორგანოთა აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს. 2. იარაღის, სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, ტერორისტული ხასიათის დანაშაულისა და ტერორისტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით.