საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა;
გ) ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა;
დ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პრიორიტეტულობა;
ე) სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, პროპაგანდისტული, საინფორმაციო და სხვა შესაძლებლობების კომპლექსური გამოყენება;
ვ) ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება ტერორისტული ხასიათის დანაშაულის მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილების მიზნით;
ზ) კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობა;
თ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტაქტიკისა და ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე აღნიშნული ოპერაციის მონაწილეთა შემადგენლობის გახმაურების დაუშვებლობა;
ი) ტერორისტული საქმიანობისათვის სასჯელის გარდაუვალობა.